დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ბერძენაძე: „იმის თქმა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალა, არის აბსურდი!“
ირაკლი ბერძენაძე: „იმის თქმა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალა, არის აბსურდი!“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 4736
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

ჩამოიშალა თუ არა უკრაინის ფაქტორის გამო რუსეთის ეკონომიკა, ან განიცდის თუ არა რაიმე განსაკუთრებულ რისკფაქტორების გავლენას     „დიდ დათვად“  წოდებული სახელმწიფო ფინანსური თვალსაზრისით, ამ საკითხზე გვესაუბრა ექსპერტი  ირაკლი ბერძენაძე, გლობალური საკონსულტაციო კომპანია „I.B. Capital Management“-ის აღმასრულებელი დირექტორი.

 

აზრი იმის შესახებ, თითქოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ძალიან შეარყიეს რუსეთის ეკონომიკა, არის ძალიან გადაჭარბებული და, სამწუხაროდ, როდესაც აღნიშნულ პროპაგანდას ახორციელებს არა მარტო დასავლური მედია, არამედ ქართველი ექსპერტებიც, ეს არის, უბრალოდ, სამარცხვინო ფაქტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა არ არის ჩახედული, თუ რა ხდება რეალურად. უპირველესად, უნდა დავიწყოთ იმით, რომ უკრაინას რუსეთი უფრო სჭირდება ეკონომიკური კუთხით, ვიდრე რუსეთს - უკრაინა. იმის თქმა, თითქოს უკრაინაში მოხმარებული გაზიდან შემოსავალზეა დამოკიდებული რუსული ეკონომიკა, ეს არის ძალიან არასერიოზული და არაპროფესიონალური მიდგომა აღნიშნული საკითხისადმი. იმის თქმა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალა, ეს არის ძალიან არასერიოზული მიდგომა. პირველივე დღეებში, უკრაინის კრიზისის დროს, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე დაეცა ინდექსები და ბევრი წამყვანი კომპანიის აქციები, მაგრამ ეს არის ბუნებრივი პროცესი და ნამდვილად არ მესმის, რა არის ამაში შესაშფოთებელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ  ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე თვე არ გავა, აღნიშნული სტაგნაცია არ   იყოს. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ერთ დღეს საფონდო ბირჟაზე აქციების დაინდექსების ფასების დაცემით ჩამოიშალა ეკონომიკა, ეს არის სრულად არასერიოზული მიდგომა და არაპროფესიონალიზმი, რომელიც აყოლილია პროპაგანდისტულ მანქანას.

 

რუსეთის ეკონომიკა დღეს არის საკამოდ ძლიერი. მეტიც, მას გააჩნია განუზომელი რესურსები, რომ მოახდინოს გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე. უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: დღეს რუსეთს აქვს ყველანაირი ბერკეტი, მოახდინოს მსოფლიო სავალუტო ბირჟაზე გავლენა, რადგან ის ფლობს დოლარის საკმაოდ დიდ რეზერვებს. წარმოიდგინეთ, რუსეთმა რომ დოლარზე თქვას უარი, რაც განპირობებული იქნება აშშ-ს პოლიტიკის გამო და აღნიშნული რეზერვების გარკვეული პროცენტი გაიტანოს სავალუტო ბირჟაზე, რა მოხდება? ამერიკის ეკონომიკას იმდენად დიდი საფრთხე დაემუქრება, რომ აღნიშნული არც ამერიკას აწყობს, არც ევროპას და, მითუმეტეს, არც მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს, რადგან ერთის მხრივ, ინფლაციის ნორმას უკვე ვერავინ დაარეგულირებს და მეორეს მხრივ, დოლარის გასაღების ბაზარს მოაკლდება ის კვოტა, რომელიც უკავია რუსეთს. ეს კი კატასტროფა იქნება მსოფლიო ეკონომიკისათვის!

ერთის მხრივ, ვერავინ დაიჭერს უკვე ნედლეულის ფასს ბირჟებზე, რადგან რუსეთი არის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი სხვადასხვა ნედლეულის და მეორეს მხრივ, მსოფლიო დადგება კრიზისის ქვეშ. დღეს რუსეთი (მასთან დაკავშირებული რუსული კომპანიები) ფლობენ აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებს (საერთო ღირებულებით 200 მილიარდი დოლარი), პოლიტიკური დაპირისპირების პროცესში, წარმოიდგინეთ, თუ როგორ შეუძლიათ აშშ-ს ეკონომიკაზე გავლენის მოხდენა? ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც აღნიშნული ღირებულების სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს გააუფასურებს და შეამცირებს მის ღირებულებას, უკვე კატასტროფა იქნებაამერიკის ეკონომიკისთვის და არათუ 2007-2008 წლის კრიზისის მასშტაბებზე დაბრუნდება, არამედ მონაგონიიქნება 1929 წლის ფინანსური კრიზისი, რომელმაც ამერიკის ეკონომიკა დაშალა და წლები დასჭირდა აღნიშნულის გაძლიერებას.

 

ამასთანავე ბევრი არ უკვირდება რუსეთის კაპიტალის გეოგრაფიულ მდებარეობას. ავიღოთ თურქეთი, თუ ვინმე დაინტერესდება თურქეთში რუსეთის კაპიტალით, ნახავს, რომ მთელი რეგიონები რუსებს აქვთ შეძენილი (ძირითადად, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს) და თურქეთში მომუშავე ბანკების (გარანტი ბანკი, აკ ბანკი, დენიზ ბანკი და ა.შ.) მსხვილი მეწილეები და ზოგჯერ უკვე სრული მესაკუთრეები არიან რუსული ბანკების (ბერბანკი, ვითიბი და ა.შ.). ამასთანავე რუსეთში ამერიკული და ევროპული ბანკების კაპიტალდაბანდება არის საკმაოდ მაღალი და ისინი საკმაოდ მაღალი თანხის აკუმულირებას ახდენენ რუსული ბაზრიდან, რაზეც წარმოუდგენელია, ვინმემ უარი თქვას. უცხოური ინვესტიციების მოცულობა რუსეთის ეკონომიკაში არის 242 მილიარდი დოლარი, რომელთა დიდი ნაწილი მოდი  ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ზე.

 

აღსანიშნავია გაზის და ნავთობის თემა, თუ გაზის თემას შევეხებით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს რუსეთი არა მხოლოდ ევროპას აწოდებს გაზს, არამედ იაპონიასაც, ჩინეთსაც.

 

 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე იმის თქმა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალა, არის აბსურდი!  შემიძლია ვთქვა, რომ რუსული ეკონომიკა კი არ  ჩამოიშალა, არამედ  არის საკმაოდ ძლიერი და შესწევს უნარი, რომ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკაზე და ეს გავლენა დღითიდღე იზრდება!

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია