დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იმერეთის გუბერნიაში 41 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
იმერეთის გუბერნიაში 41 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2482
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

იმერეთის გუბერნიაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კადრების შესარჩევად მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია შეიქმნა. კომისია 5 წევრისგან შედგება, რომლის თავმჯდომარე იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილია.

 

მეფარიშვილმა 6 მარტს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები დაასახელა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

 

გურამ გვენცაძე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, 2013 წლიდან დღემდე არის მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი. ასევე არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.

 

მერაბ კეზევაძე 1992 წლიდან დღემდე არის ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორი.

 

პაატა კლდიაშვილი 2009 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორი.

 

თამარ ნეფარიძე საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობებს უწევს სათარჯიმნო მომსახურებას სხვადასხვა სასწავლო ტურებისა და გაცვლითი ვიზიტების დროს.

 

კონკურსი 41 ვაკანტურ თანამდებობაზე 7 მარტიდან გამოცხადდა, რომელიც 5 ეტაპისგან შედგება. საკონკურსო კომისიას მოუწევს, ეტაპობრივად შეარჩიოს კანდიდატურები როგორც რიგითი თანამშრომლების, ასევე სამსახურის უფროსებისა და ვიცე-გუბერნატორების პოსტებზე.

კომისიის წევრთა განცხადებით, აქცენტი ახალგაზრდა კადრებზე გაკეთდება.

კომისიის წევრები ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია