დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისი ვერ დაივიწყებს მამუკა ექიმს
ქუთაისი ვერ დაივიწყებს მამუკა ექიმს
სულ ნანახია 2198
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ფეისბუკიდან გავიგე ქუთათურების საყვარელი ექიმის - მამუკა მაჩიტიძის გარდაცვალების ამბავი...

ბევრმა გამოთქვა გულისტკივილი არაჩვეულებრივი პიროვნების, ნამდვილი პროფესიონალისა და ქუთაისზე უზომოდ შეყვარებული მამუკა ექიმის გარდაცვალების გამო...


მეც მინდა, ძეგლი დავუდგა მას და გავაცოცხლო მოგონება...

 

მეოცე საუკუნე ბოლო დღეებს ითვლიდა, როცა მე ბატონი მამუკა გავიცანი. საუკუნის ქუთაისელზე - ოთარ სულაბერიძეზე, ქუთაისის „მეობაზე“ ვწერდი სტატიას...

 

პოეტ ზურაბ კუხიანიძის კაბინეტში (მწერალთა სახლში) ბატონმა ზურაბმა და მამუკამ ისეთი ამბები მიამბეს, რომ გამიცოცხლეს „მეობა“...


„დღე არ არის, „მეობა“ არ გამახსენდესო“ მითხრა ბოლოს მამუკამ - „ჩემს სახლში არის ოთახი, სადაც ის ცხოვრობდაო“...

 

მერე, როცა გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ მივუტანე ბატონ ზურაბს, დაურეკა მამუკას „ახლავე მოდიო“... მალე მოვიდა მამუკაც...

 

გაზეთი მომაწოდა ბატონმა ზურაბმა და მთხოვა, წამეკითხა მათთვის „მეობას“ წერილი...

„მეობას გაფრენილი წარბები ქუთაისის ემბლემაზე“... წავიკითხე სათაური და გავხედე მსმენელებს, თვალებზე ცრემლს წინასწარ იწმენდდა მამუკა, ბატონი ზურაბი კი, მომეჩვენა, რომ ყელში გაჩხერილ ბურთს ჩახველებით ებრძოდა...

 

საკმაოდ მოზრდილი სტატია ჩავამთავრე... ორივე ტიროდა... მეც ტირილს ცოტა მიკლდა...

–  მადლობა, ლელა, რომ გაგვიცოცხლე „მეობა“... - მითხრა მამუკამ და ხელზე მეამბორა...

მერე ზურაბს მიუბრუნდა და უთხრა ზურიკო, ამ წუთში მოვკვდები, რომ ვიცოდე, ნახევარი საუკუნის შემდეგაც ვემახსოვრები და ვეყვარები ქუთაისსო“...

 

ახლა, როცა არც ბატონი ზურაბია ცოცხალი და არც მამუკა, სევდა მომეძალა, სევდა 1999 წლის დეკემბრის მიწურულის ამბისა, ჩვენ ხომ სამივემ გავაცოცხლეთ მაშინ „მეობა“...

 

დღეს კი, ფეისბუკის გვერდიდან ბევრ თბილ მოგონებას ვკითხულობ მამუკა ექიმზე. მეც მინდა, გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება მისადმი, ამ მოგონების მეტი მე მასთან არაფერი მაკავშირებდა, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, მთასავით კაცის ბავშვური ქვითინი...

 

თქვენ ქუთაისს არ დაავიწყდებით, ბატონო მამუკა, არ გქონდეთ დარდი...

 

 

ლელა თოლორდავა

 

aianews.ge

 

 

გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“  რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  დიდი ქუთაისელი პიროვნების,  ყველასათვის საყვარელი და ღირსეული ადამიანის, ცნობილი ექიმის, მამუკა მაჩიტიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და უთანაგრძნობს განსვენებულის ოჯახსა და მის ახლობლებს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია