დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქართული სამართლის პარადოქსები
ქართული სამართლის პარადოქსები
სულ ნანახია 1768
ავტორი:

არის თუ არა ემზარ კვიციანი ის ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წავიდოდა?

 

 

სასამართლომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი პატიმრობაში დატოვა.


როგორც ყველას გვახსოვს, ემზარ კვიციანს სააკაშვილის რეჟიმმა ბრალი დაუმორჩილებლობაში დასდო, ხოლო მისი მეგობარი ირაკლი ბათიაშვილი, მსოფლიო იურისპრუდენციისთვის უცნობი მუხლით - „ინტელექტუალური მხარდაჭერის“ ბრალდებით დააპატიმრეს და რამდენიმე წელი ციხეში გამოამწყვდიეს.

პატიმრობაში იმყოფებოდა აგრეთვე, ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანიც.

 

მაინც რაში იყო საქმე და არის თუ არა ემზარ კვიციანი ის ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წავიდოდა?

 

დავიწყოთ იქედან, რომ 2008 წელს ოკუპანტებისთვის, სამარცხვინოდ და პრაქტიკულად თოფის გაუსროლლად ჩაბარებულ კოდორის ხეობას, საქართველოსთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სამხედრო გზით გადაწყვეტდა, მაშინ ამ მიზნის მისაღწევად, კოდორის ხეობა სასიცოცხლო მნიშვნელობას შეიძენდა, რადგან ის არის სიმაღლე, საიდანაც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ცეცხლი, საჭიროების შემთხვევაში სოხუმამდეც მიაღწევდა, აღარაფერს ვამბობ იმ მოკლე, პრაქტიკულად, საცალფეხო გზაზე, საიდანაც სოხუმში შეიარაღებული ძალების ფარულად შეყვანა, დაახლოებით, 3-4 საათის პერიოდში შეიძლებოდა.

 

რა თქმა უნდა, კოდორის ხეობის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დასრულების დროს იცოდა რუსულმა მხარემ, იცოდა ედუარდ შევარდნაძემ და იცოდნენ აფხაზებმაც, მაგრამ, მაშინ, ედუარდ შევარდნაძემ შეძლო და კოდორის ხეობა შეინარჩუნა.

 

გამომდინარე თავისი რელიეფიდან, კოდორის ხეობის დასაცავად ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და იქ ადგილობრივებისგან შემდგარი ბატალიონი ჩამოაყალიბა, რომლებმაც თითოეული კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდნენ.

 

შეიძლება ვინმე შემომედავოს და თქვას, რომ ეს ხეობის დასაცავად ერთადერთი გამოსავალი არ ყოფილაო. ასეთებს შევახსნებ, რომ როდესაც რუსებმა კოდორის ხეობაში ვერტმფრენებით დესანტი გადმოსხეს, მათ უკან, სწორედ ადგილობრივებისგან შემდგარმა ბატალიონმა დაახევინა.


მაშინ ადგილზე ოპერატიულად გაფრინდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც თავის მემკვიდრეს სიმამაცით აშკარად რამდენიმე თავით აღემატება და რუსული დესანტის მეთაურს პირადად შეხვდა.


როგორც ედუარდ შევარდნაძე იხსენებს, რუსული არმიის დანაყოფის მეთაურებთან მოლაპარაკების დროს, მან მომხვდურებს უკან გაბრუნება ურჩია და უთხრა, რომ ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი ბატალიონი მოქმედებდა, რომელიც უკან არაფერზე დაიხევდა და რისი შედეგებიც ძალიან ძნელად საპროგნოზო იქნებოდა.

 

რუსული დანაყოფის ხელმძღვანელობამ, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისა და ადგილობრივი ბატალიონის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ დესანტი უკანვე, ვერტმფრენებში შეაბრუნა და ტერიტორია დატოვა.

 

ძნელი სათქმელია დაიკარგებოდა თუ არა კოდორის ხეობა იმ შემთხვევაში, იქ რომ 2008 წელს ემზარ კვიციანი და მისი ბატალიონი ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ერთია, ხეობა ასე სამარცხვინოდ, სააკაშვილის მიერ თბილისში გამართული ტინგიც-კონცერტის ფონზე ნამდვილად არ ჩაბარდებოდა.

 

ემზარ კვიციანი ნამდვილად იყო პიროვნება, რომელმაც საქართველოს რამდენიმე წლის განმავლობაში კოდორის ხეობა შეუნარჩუნა, თუმცა ყველას კარგად ახსოვს, ვარდოსანი ავანტიურისტების მიერ ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც გორელი ბოზების რისხვა ირაკლი ოქრუაშვილი და ქვეყნის აწ უკვე სქოლიოზშეყრილი ხერხემალი ხელმძღვანელობდნენ.

 

სპეცოპერაცია უმსხვერპლოდ არ დასრულებულა და მას ერთი ხანდაზმული ქალბატონის სიცოცხლე შეეწირა, რომელსაც საკუთარი სახლის კუთხესთან წამოეწია ვერტმფრენიდან ნასროლი ტყვია.
ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა კოდორის ხეობის „დაბრუნება და გათავისუფლება“ საზოგადოებას დიდი ზარზეიმით აუწყა და მას ტოპონიმიკაც კი შეუცვალა და „ზემო აფხაზეთი“ უწოდა.

 

ამით მან ირიბად ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის ნაწილი უკვე „დაიბრუნა.“ ამ ფაქტის შეფასება უფრო ფსიქოლოგ-ფსიქიატრების კომპეტენციას განეკუთვნება, მაგრამ ფაქტი ერთია, ამ ავანტიურამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა.

 

„ზემო აფხაზეთის დაბრუნების“ შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა იქ ხის კოტეჯები ჩადგა და როტაციის პრინციპით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები განალაგა, თუმცა როგორ იბრძოლეს იმ დანაყოფებმა 2008 წლის აგვისტოში იქ, ამის ნათელი დასტური სახეზეა.


ვარდოსანი ხელისუფლება, რომელსაც ემზარ კვიციანის დაპატიმრება, ან, შესაძლოა, ლიკვიდაციაც კი ჰქონდა ჩაფიქრებული, ხელმოცარული დარჩა, რადგან ყოფილმა გუბერნატორმა ტერიტორიის დატოვება მოასწრო.

 

შემდეგ კი, საქართველოს თავს ბევრი ამბავი დატრიალდა, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, 2008 წელს კოდორის სამარცხვინოდ დატოვებით დასრულდა, თუმცა მანამ, კოდორის ხეობის სპეცოპერაციის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა მოახერხა და მიშა სააკაშვილთან ურთიერთობა დაძაბა, რაც მას ჯერ პატიმრობად, ერთი დღის შემდეგ კი, პირდაპირ ტელეაღიარებად დაუჯდა.

 

ამის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებამ, მოაგვარა რა იურიდიული ფორმალობები, ირაკლი ოქრუაშვილს საშუალება მისცა საქართველო დაეტოვებინა, შემდეგ კი მასზე ძებნა გამოაცხადა.

დღეს, საქართველოში დაბრუნებული ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფალია და როგორც ამბობენ, გორის მერობისთვის ბრძოლას აპირებსო.

 

უამრავი ის ადამიანი, რომლებმაც გასული 10 წლის განმავლობაში ქვეყანა გამოხრეს და მისი განვითარების პერსპექტივა ძალიან დიდი ხნით დაამუხრუჭეს, - დღეს თავისუფლები არიან;

დღეს თავისუფლები არიან სანდრო გირგვლიანის მკვლელები;

 

დღეს თავისუფლები არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ხალხს ქუჩაში უსასტიკესად უსწორდებოდნენ, ხოლო აგვისტოს ომის დროს სოროებში იმალებოდნენ;

 

დღეს თავისუფლები არიან ადამიანები, რომლებიც ვანო მერაბიშვილის გვამებით უზრნველყოფის შესახებ დავალებებს იღებდნენ;

 

სამაგიეროდ, დღეს პატიმრობაში რჩება ადამიანი, რომელმაც საქართველოს კოდორის ხეობა თითქმის 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნა და ქვეყანა მხოლოდ იმის შემდეგ დატოვა, რაც მასზე ოფიციალური ნადირობა გამოცხადდა.

 

აღნიშნული პიროვნება საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დააპატიმრებდნენ, - თავისი ფეხით ჩამოვიდა.

 

საინტერესოა რატომ ჩათვალა მოსამართლემ, რომ იმ კაცის გარეთ ყოფნა, რომელიც სამშობლოში დაპატიმრების ასპროცენტიანი საფრთხის მიუხედავად თავისი ფეხით ჩამოვიდა და რომელსაც რუსეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი გადეპორტების შესახებ ბავშვივით უხაროდა, - საფრთხეს წარმოადგენდა და მისგან მიმალვის საფრთხე არსებობდა?

 

მართლაც უჩველო პრეცედენტებთან გვაქვს საქმე.

 

მაშინ, როცა არსებული სასამართლო ხელისუფლება, იმ ხალხს, ვის მიმართაც საზოგადოებას აგრესიის უზარმაზარი მარაგი აქვს დაგროვებული, - გარეთ სასაცილო რაოდენობის გირაოს სანაცვლოდ უშვებს, ხოლო ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით პოლიტიკური დევნის მსხვერპლად ოფიციალურად უნდა შეფასდეს, - დღემდე პატიმრობაში რჩება და მისი გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდაც კი შეუძლებელია.

 

ალეკო ჩუბინიძე

საინფორმაციო სააგენტო

 

„ნიუსპრესი“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია