დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალი კოდექსით, ხმის მიცემისთვის ფოტოიანი საარჩევნო სიები დაიბეჭდება
სულ ნანახია 1636
ავტორი:

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი 80 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღეს.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებში მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს პარტიები საარჩევნო სიებში ვეღარ ჩასვამენ. გარდა ამისა, შემოღებული იქნება ფოტოიანი საარჩევნო სიები, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრმა ამომრჩევლის იდენტიფიცირება ფოტოს მიხედვით ვერ მოახდინა, ცესკო-ს წარმომადგენელი ინფორმაციას საპატრულო პოლიციას გადასცემს. საარჩევნო ბარიერი 50%-მდე იზრდება. სწორედ ხმების ეს რაოდენობა იქნება საჭირო მერებისა და გამგებლების თხი წლის ვადით ასარჩევად. თვითმმართველი თემის საკრებულოს პროპორციული წესით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობა კი, 10 წევრიდან 15-მდე იზრდება.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილება არ მომხდარა, რომელიც საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებდა.

 

„საარჩევნო კოდექსში პრინციპულად არაფერი ისეთი არ შეიცვალა, რომელიც ხაზს გაუსვამდა იმას, რომ უმჯობესდება ვითარება. პრაქტიკულად ყველგან, სადაც თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი უკვე ცნობილია, ყველას პირდაპირ პროკურატურით, ფინანსური პოლიციით, გამოძიებით, სასამართლოთი დევნიან,“ - განაცხადა მან.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით კი, არჩევნების გაყალბების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა.

 

 

„ის ფაქტი, რომ არჩევნები ტარდება და მისი გაყალბება ბარდება ისტორიას, რასთანაც საქმე გვქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მისასალმებელია,“ - განაცხადა ვოლსკიმ. 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია