დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ექსტერნატის გამოცდებს მოსწავლეები წელს ელექტრონულად ჩააბარებენ
ავტორი: ეკა შალამბერიძე
სულ ნანახია 1804
ავტორი:
ეკა შალამბერიძე
მსგავსი სიახლეები

6 მარტიდან მე-12 კლასელების ექსტერნატის გამოცდები დაიწყო. ქუთაისის მასშტაბით ექსტერნის გამოცდებს 56 მოსწავლე 8 სასკოლო საგანში ჩააბარებს. აქედან სამ საგანს  მათსავე სკოლებში,  ხოლო დანარჩენ 5 საგანს ქართული ენა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური და  სამოქალაქო თავდაცვა,  ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით ჩააბარებენ.

 

ბადრი ვაშაკიძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი: „შარშან ექსტერნატის დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც დამამთავრებელი, მე-12 კლასის ხუთი გამოცდა ელექტრონული ფორმით  ჩატარდება, გამოცდები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის განრიგს განათლების სამინისტრო განსაზღვრავს.“

 

იმ მოსწავლეებმა, რომლებიც სკოლებში ექსტერნებად იყვნენ ჩარიცხულები, ერთიან ეროვნულ გამოცდებში გასვლის უფლების  მოსაპოვებლად ექსტერნის გამოცდები უნდა ჩააბარონ.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია