დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხარაგაულსა და ტყიბულში დღის ცენტრებს გახსნიან
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 1800
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი

4 მარტს ხარაგაულსა და ტყიბულს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საზოგადოების დამფუძნებელი მაგდა ყურაშვილი  სტუმრობდა. მასთან ერთად საბაზისო შენობები მოინახულა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც უკვე ჩართულია შშმ პირთა საკითხების მოგვარებაზე საჩხერესა და ჭიათურაში.


 „ნაბიჯი ჭიათურის“ დამფუძნებლის, ნანა გაფრინდაშვილის აზრით,რამდენიმე დღის ცენტრს ექნება კოორდინაცია, რათა გაუადვილდეთ არსებულ პრობლემებთან ბრძოლა (სტიგმა, პოტენციურ ბენეფიციართა მოძიება, მეთოდოლოგია, კადრების გადამზადება, საგრანტო პროექტებზე მუშაობა, საზოგადოების ჩართულობა). ხარაგაულში მოკლე ხანში დაფუძნდება დღის ცენტრი, რომელიც, სავარაუდოდ, სოფელ ფარცხნალის საჯარო სკოლის შენობას გამოიყენებს. ხარაგაულის მაჟორიტარი ნოდარ ებანოიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სკოლის შენობა ხარაგაულის ცენტრიდან, დაახლოებით, სამ კილომეტრშია და მისი გამოყენება შეიძლება როგორც შშმ პირების სერვისებისათვის, ასევე უმწეო მოხუცთა სადღეღამისო ცენტრისათვის. საინიციატივო ჯგუფს აღნიშნულ საკითხზე ესაუბრნენ გამგეობისა და საკრებულოს წევრებიც, რომლებმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსუდან გურგენიძეს, რომელიც ამ ცენტრის ხელმძღვანელი იქნება.

 

ტყიბულში დღის ცენტრისათვის უკვე გამოიძებნა ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც სარემონტოა, თუმცა საზოგადოებისა და მუნიციპალური ხელმძღვანელობის დახმარების იმედი აქვს ინიციატორ გიგა სოფრომაძეს. ტყიბულის გამგებელმა თემურ ჩუბინიძემ საინიციატივო ჯგუფს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ახლო მომავალში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები გაიმართება სამტრედიასა და ხონში.

 

საქართველოს ყრუთა კავშირის ხელმძღვანელმა თამარ ზაბახიძემ რამდენიმე კონსულტაცია გაუწია ხარაგაულისა და ტყიბულის დღის ცენტრების ხელმძღვანელებს.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია