დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჩინელი მასწავლებლების სწავლების მეთოდმა ბრიტანულს აჯობა
ჩინელი მასწავლებლების სწავლების მეთოდმა ბრიტანულს აჯობა
სულ ნანახია 1574
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

„ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინელმა მოსწავლეებმა ცოდნის მხრივ ბრიტანელ მოსწავლეებს აჯობეს.


საქმე იქამდე მივიდა, რომ ბრიტანეთი აღნიშნული მეთოდის გადატანას გეგმავს.


„ბრიტანეთმა არ უნდა თქვას უარი, ჩინეთისგან აითვისოს სწავლების ის მეთოდები, რომელიც მათ წარმატებით დანერგეს. ჩინელი მასწავლებლების სწავლების მეთოდები უფრო ეფექტურია, ვიდრე მათი ბრიტანელი კოლეგების. ჩვენ ეს მეთოდები უნდა მოვიზიდოთ გაერთიანებული სამეფოს „დახავსებულ სკოლებში“. „შანხაის მეთოდის“ გამოყენებამ ბრიტანულ სკოლებში სწავლების დონე უნდა გააუმჯობესოს,“ - ამბობს განათლების მინისტრი.


ბრიტანეთის განათლების მინისტრი ჩინეთის ქალაქის სკოლებს, მას შემდეგ ესტუმრა, რაც მათ მოიპოვეს აღიარება, როგორც ყველაზე წარმატებულებმა მსოფლიოში. ეს აღიარება კი ჩინელებს უახლესმა გამოკვლევებმა მოუტანა, რომელიც „ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) მიერ ჩატარდა. ტესტირების შედეგად, რომელიც ამ ორგანიზაციამ ჩაატარა, შანხაის მოსწავლეები საუკეთესონი აღმოჩდნენ კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებაში. მაშინ, როდესაც ამავე გამოკვლევაში გაერთიანებულმა სამეფომ 26-ე ადგილი დაიკავა.


50 მასწავლებელი უკვე იმყოფებოდა შანხაიში აღნიშნული მეთოდების შესასწავლად. აღმოჩნდა, რომ შანხაის მოსწავლეები, ბრიტანელ თანატოლებთან შედარებით სწავლის დონით სამი წლით წინ არიან. ჩინეთიდან დაბრუნებული ბრიტანელ მასწავლებლებს ეცოდინებათ, როგორ გააუმჯობესონ სწავლების დონე ბრიტანულ საკლასო ოთახებში.


ჩინელი მოსწავლეები სწავლობენ მათემატიკას პატარა და დიდ კლასებში. ამასთან, გართულებულ პროგრამას იწყებენ უფრო ადრეული ასაკიდან, ვიდრე ბრიტანელები. ჩინელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ ყველა ბავშვი გაიგებს ნებისმიერ საკითხს, როგორც ამას ჩინელი მოსწავლეები ახერხებენ.


ჩინეთს კარგა ხანია მიბაძა გერმანიამ და პოლონეთმა. მათ უკვე გააერთიანეს შორეული აღმოსავლეთის მეთოდები საკუთარ გაკვეთილებთან დამატებით მეცადინეობებზე, ბრიტანეთი კი 15 წლის წინანდელ მოძველებული პროგრამით ხელმძღვანელობს.

 

შანხაის სწავლების მეთოდოლოგია რესურსებს უფრო ეფექტურად იყენებს და არითმეტიკაზეა ფოკუსირებული, რაც ბავშვებს ადრეული ასაკიდან სჭირდებათ. ამდენად, ბრიტანეთი ხედავს საჭიროებას, რომ მათემატიკა მაღალ დონეზე ასწავლოს დაწყებით და საშუალო საფეხურიდანვე.


ჩატარებულ კვლევას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩდნენ. ჰარვარდის უნივერსიტეტმა ორგანიზაციის კვლევების ირგვლივ ეჭვი გამოთქვა. ეს კი იმით ახსნეს, რომ შანხაიში ბავშვები იძულებით გადასახლებულების ოჯახებიდან არიან და ისინი იძულებით დადიან სკოლაში, ადგილობრივმა ოლქებმა კი არასწორი შედეგები დადეს.


განათლების მინისტრი ამბობს, რომ ბრიტანეთი „თავს მოიტყუებს“ თუ დაეთანხმება იმას, რომ ჩინელ ბავშვებს უფრო უკეთ შეუძლიათ აითვისონ ადრეულ ასაკში ასეთი რთული საკითხები, ვიდრე ბრიტანელებს, თუმცა აღიარა, რომ იქ არის სწავლების ძალიან მაღალი ხარისხი და ბავშვებს გაცილებით ადრეულ ასაკში აქვთ განვითარებული გაგების უნარი, ვიდრე ბრიტანელ ბავშვებს და ანალოგიური მეთოდი საგანმანათლებლო სისტემაში ბრიტანეთმაც უნდა გაატაროს.

 

 

 

წყარო  telegraph.co.uk

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია