დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“
„ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“
სულ ნანახია 2021
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“... რომელიც ეძღვნება ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26-საუკუნოვან იუბილეს.

 

პროექტის ფარგლებში, ქართულ-ებრაული თემატიკისადმი მიძღვნილ  იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურულ სპექტაკლს, თეატრი გამართავს საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც საუკუნეთა განმავლობაში სახლობდნენ ებრაელები.

 

ლიტერატურული სპექტაკლის წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა 27 თებერვალს თბილისში, ებრაულ სახლში.

 

13 მარტს, 18 საათზე, ლიტერატურული წარმოდგენა გაიმართება ქუთაისის ოპერის თეატრში, 12 მარტს სამტრედიის სოფელ კულაშში, ებრაელთა მუზეუმში.

 

სპექტაკლის „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“... ავტორი, რეჟისორი და მსახიობი გახლავთ იზა ვეფხვაძე, საღამოს მუსიკალური გამფორმებელი - დალი მერაბიშვილი, ტექნიკური მენეჯერი - ივანე ჭიპაშვილი.

 

პროექტი გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში, ხოლო დასკვნითი წარმოდგენა გაიმართება ქალაქ თბილისში.

 

 

საკონტაქტო პირი იზა ვეფხვაძე; ტელ: 557192332

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია