საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
გაზაფხული შემოსულა...
გაზაფხული შემოსულა...
სულ ნანახია 1567
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

გაზაფხული შემოსულა, ლენ,

ბუდეები გაუწყვიათ  ჩიტებს...

მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,

თეთრი ტილო მომიქარგე შენ!

გაზაფხული შემოსულა, ლენ!

მოგანატრე სათიბი და ტყე,

სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,

შორს გუმბათი ბეთანიის  ტაძრის

და ცისფერი, უბორკილო დღე...

მოგანატრე სათიბი და ტყე!

აწი აღარ გაგაჩერებ შინ,

აწი ოჯახს ვერ დარქმევ „დილეგს“,

მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს -

მწევარივით გამიხტუნე წინ!

აწი აღარ გაგაჩერებ შინ!

გაზაფხული შემოსულა, ლენ,

რია-რია გაუმართავთ ჩიტებს...

მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს,

თეთრი ტილო მომიქარგე შენ!

გაზაფხული შემოსულა, ლენ!

 

 

მურმან ლებანიძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია