დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შემთხვევითობა, თუ დაზარალებული იპოთეკარებისთვის მთავრობის მიერ გამიზნული „ბომბები“
შემთხვევითობა, თუ დაზარალებული იპოთეკარებისთვის მთავრობის მიერ გამიზნული „ბომბები“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2186
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

გამოსახლებების პრობლემა საქართველოში კვლავ მწვავედ დგას. მთავრობამ კი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ვერ დაამტკიცა. ამის პარალელურად, იპოთეკური სესხით დაზარალებულები, რამდენიმე დღეა, პარლამენტის წინ შიმშილობენ და აღსრულების პროცესის შეჩერების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ. მოშიმშილეებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ. მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პარლამენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება არაერთხელ გამხდარა საჭირო, თუმცა, მიუხედავად ამისა, დაზარალებულები პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებენ.

11 სექტემბერს  ქუთაისში, პარლამენტის წინ მყოფ მომიტინგეებს დაზარალებულები ქობულეთიდან და ფოთიდან შეუერთდნენ.

„არ დავიშლებით, ვიდრე მთავრობა ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებს. ჩვენ ავირჩიეთ და ახლა ჩვენი ბედი არც კი ანაღვლებთ, ზოგიერთი დეპუტატი ირონიითაც გვესაუბრება. მოვითხოვთ, შეწყდეს გამოსახლებები და მოგვცენ გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები, ხომ არ ვითხოვთ, რომ გვაჩუქონ, უბრალოდ, შეღავათი მოგვცენ,“ - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას აფხაზეთიდან დევნილი ტარიელ გაბელია.

ერთ-ერთი მოშიმშილის განცხადებით კი შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად საგამოძიებო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც მევახშეების დანაშაულებს გაშიფრავს.  „იმდენად ძარცვავენ ხალხს, რომ სამპროცენტიანი სესხი არ აკმაყოფილებთ და 7-8 პროცენტი მიაქვთ. აუცილებლად უნდა მოხდეს მათი საქმის შესწავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დავიშლებით, დასაკარგი არაფერი გვაქვს, სახლის გარდა და ისიც თუ დავკარგეთ, ვიქნებით აქ, წასასვლელი მაინც არ გვექნება!“ - აცხადებს მოშიმშილე ირაკლი კაჩმაზოვი.

საკანონმდებლო ორგანოს წინ დღედაღამ მყოფმა მოშიმშილეებმა ზედმიწევნით კარგად შეისწავლეს დეპუტატები და უკვე წინასწარ იციან, კანონში შესატან, მათთვის ესოდენ საჭირო ცვლილებებს რომელი დეპუტატი აუნთებს მწვანე შუქს.

მოშიმშილეებმა დეპუტატების დაფიქრება მოახლოებული არჩევნებითაც სცადეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, „ცუდ“დეპუტატებზე ვერც ამით იმოქმედეს.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებისგან განსხვავებით, მოშიმშილეებს სოლიდარობას   უცხადებს   პარტია „თავისუფალი საქართველოს“იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლობა. გოგი წულაიას განცხადებით, ახალი მთავრობა ნაციონალური მოძრაობის მსგავსად იქცევა და, სავარაუდოდ, მასავით დაასრულებს არსებობას. „ყველამ კარგად იცის, რომ მევახშეების უკან მაღალჩინოსანი მაფიოზები დგანან, ესაა მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება საღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მხარს არ უჭერს,“ - აღნიშნავს წულაია.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტში კონსულტაციები გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის ინიციატივა პირველი მოსმენის შემდეგ,  საბანკო სექტორის  უკმაყოფილების გამო, შეჩერდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენჯერაც პარლამენტის დღის წესრიგში დადგა გამოსახლებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, იმდენჯერვე საკანონმდებლო ორგანოში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარი შევიდა და შენობიდან „სამუშაოდ მობილიზებული“ დეპუტატების ევაკუაცია მოხდა. პირველ შემთხვევაში, მთავრობაზე განაწყენებულმა 73 წლის მოხუცმა დეპუტატების შეშინება სცადა, გასულ კვირას განხორცილებული ანონიმური ზარის ავტორი, ხაშურელი არასრულწლოვანი კი სამართალდამცავება ცხელ კვალზე დააკავეს. რა მოტივით განახორციელა მოზარდმა საკანონმდებლო ორგანოში ზარი, ამ დრომდე უცნობია.

პარლამენტის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, საზოგადოებაში აქტიურად საუბრობდნენ, რომ მთავრობამ ზარის თაობაზე ფარსი გაითამაშა, რათა კანონში შესატანი ცვლილებები არ დამტკიცებულიყო. ამ მოსაზრებას ისიც ამძაფრებს, რომ ევაკუაციიდან მეორე დღეს საკანონმდებლო ორგანოში  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს აღარავინ დაბრუნებია.

არადა, პარლამენტის წინ სიცხეში, წვიმასა და ქარში მყოფი მოშიმშილეები ყოველ სასესიო დღეს იმ იმედით შეჰყურებენ, რომ მთავრობა მათ, გარეთ მყოფ დაზარალებულებს, გაიხსენებს და პარლამენტის ეზოდან შინ იმ იმედით გადაინაცვლებენ, გამოსახლების უწყებას აღარავინ მიუტანთ.

რამდენიმე დღის წინ კი იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა დასახმარებლად ინვესტორი გამოჩნდა. ნუგზარ გოგიძე, რომელიც ქუთაისში პარლამენტთან მყოფ დაზარალებულ მოქალაქეებს უკვე შეხვდა, აცხადებს, რომ მას კერძო საინვესტიციო ფონდიდან გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების გასაცემად პირველ ეტაპზე 3 მილიარდის მობილიზება შეუძლია. მთავრობის ნებართვის შემდეგ კი შესაძლებელია, საინვესტიციო თანხა 10 მილიარდამდეც გაიზარდოს.

გოგიძის განცხადებით, მთავრობის თანხმობის შემდეგ ეროვნული ბანკი მევახშეებისგან დაზარალებულ პირთა ქონებას გადმოიწერს, მიიღებს ამ კრედიტს და განკარგავს

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია