დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანობის ანალიზი წარმოადგინა
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანობის ანალიზი წარმოადგინა
ავტორი: ნატა გულბანი
სულ ნანახია 1991
ავტორი:
ნატა გულბანი
მსგავსი სიახლეები

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ მედიასა და არასამთავრობო სექტორს, მათ მიერ განხორციელებული პროექტის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მონიტორინგი და ეფექტიანობის ანალიზ“-ს ანგარიში  წარუდგინა.


ცენტრის დირექტორმა ნინო ევგენიძემ და პროექტის ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა თამარ ხორბალაძემ დეტალურად ისაუბრეს პროექტით განხორციელებული აქტივობების შესახებ და შედეგების ანალიზის მიხედვით გარკვეული რეკომენდაციებიც წარმოადგინეს მთავრობისათვის.

 

როგორც მათ ანგარიშში აღნიშნეს, პროექტის ფარგლებში განხორციელდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ეკონომიკური ანალიზი. წარმოდგენილ ანგარიშში გაანალიზებულია 2014 წლის 15 იანვრის მდგომარეობით არსებული სტატისტიკური მონაცემები და ასევე ინფორმაცია პროექტების სტატუსის შესახებ. გარდა ამისა, ანგარიშში შევიდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ადგილობრივი კოორდინატორების მიერ 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და იანვარში განხორციელებული ადგილობრივი მონიტორინგის შედეგები ხუთ შერჩეულ რეგიონში ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, იმერეთი, გურია.

 

2013 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით პრიორიტეტული სამუშაოების სამეული ასე გამოიყურება:

 

· სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია,

 

· სოფლის გზის რეაბილიტაცია,

 

· სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოები.

 

ცალკე აღებული პრიორიტეტებიდან ყველაზე დიდი წილი სწორედ ამ ორ ბოლო პრიორიტეტზე მოდის. შესაბამისად, 2013 წელს პროგრამის პრიორიტეტები, წინა წლებთან შედარებით, არ შეცვლილა; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის პირველი ორი პრიორიტეტიც (დაფინანსების მასშტაბის მიხედვით) ასევე გზა და წყალ-კაფნალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებია; 

2013 წლის დადგენილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა (50 მლნ. ლარი) საქართველოს 11 რეგიონზე გადანაწილდა: აჭარა; გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო და ზემო სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.

საერთო ჯამში დაფინანსდა 6822 პროექტი, საშუალო ღირებულებით 7623 ლარი.

 

კვლევამ აჩვენა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაწია ძალისხმევა სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მართვის გასაუმჯობესებლად, რამაც გაზარდა მათი მიზნობრიობა და ხარისხი;  თუმცა, კვლავ რჩება პრობლემები, კერძოდ:

 

· კვლავ პრობლემად რჩება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტების განსაზღვრის დროს არასწორი, არარეალისტური და გაუთვლელი მიზნების დასახვა, რასაც ზოგ შემთხვევაში პროექტის ჩავარდნამდე, ზოგჯერ კი მის გაჭიანურებამდე მივყავართ; პროექტირების პრობლემები გამოიკვეთა ფონდის პროექტების დაგეგმვის დროსაც, რაც ასევე მსგავს შედეგებში აისახა;

 

· სამინისტროს მიერ კონტროლის გაძლიერებამ, ერთის მხრივ გაზარდა სოფლის მხარდაჭერის პროექტების მიზნობრიობა, მეორეს მხრივ კი გამოიწვია პრიორიტების ხშირი ცვლილება და ხელი შეუწყო პროექტების შესრულების გაჭიანურებას. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დაგეგმვის პროცესის სრულყოფისკენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა; ამ პროცესში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ადგილობრივი რწმუნებულების შესაძლებლობების, მათ შორის - პროფესიონალური უნარების გაზრდისთვის ქმედებების განხორციელებაც, იქნება ეს სპეციალური ტრენინგები, პროფესიონალთა კონსულტაციები დაგეგმვის პროცესში თუ ა.შ.

 

· ასევე მნიშვნელოვანია ადგილებზე მოსახლეობის ინფორმირებისთვის მეტი ძალისხმევის გაწევა, რათა მოსახლეობის მოლოდინები შეესაბამებოდეს იმ მიზნებს, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არსებულ პროექტში არის დაგეგმილი.

 

· პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრის გაჭიანურებამ (ზოგ შემთხვევაში სოფლის კრება აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდა, მაშინ, როცა გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, რაც სრულიად გაუგებარია) გამოიწვია ის, რომ ხშირად სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები შესრულდა არა ტენდერით, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შერჩეულ კონტრაქტორებთან, რაც არასასურველი ტენდენციაა და კორუფციულ საფრთხეს შეიცავს.

 

· კვლავ შენარჩუნებულია ისეთი პრიორიტეტების დაფინანსება, რომელიც შემდგომ ექსპლუატაციას საჭიროებს (წისქვილი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ა.შ.) მიგვაჩნია, რომ უფრო დეტალურად არის გასაწერი ის, თუ ვინ იქნება ამ ტექნიკის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი და რა პირობებით მოემსახურება იგი სოფლის საერთო საჭიროებებს. ეს ტექნიკა კერძო პირთა შემოსავლის წყაროდ რომ არ იქცეს.

 

· პროგრამის ანალიზმა აჩვენა, რომ პროგრამის მთავარ პრიორიტეტებთან გზებისა და წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გრძელვადიანი ეფექტით გადასაწყვეტად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ასიგნებები საკმარისი არ არის. ამიტომ, ხშირად ხდება ისეთი სამუშაოების დაფინანსება, რომელიც მომავალ წელს ხელახალ დაფინანსებას საჭიროებს (გზების მოხრეშვა), ან ისეთი არაეფექტიანი სამუშაოების განხორციელება, როგორიცაა, მაგალითად, არტეზიული ჭის გაჭრა, რომლიდანაც, როგორც წელს ერთ-ერთ სოფელში მოხდა წყლის რესურსი საერთოდ არ არის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლების გზებითა და წყლით უზრუნველყოფის თემების გათვალისწინება უპირატესად უფრო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოხდეს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სხვა, უფრო რეალისტური მიზნებისკენ მიიმართოს.

 

· მიწის საკუთრების საკითხი რიგ შემთხვევებში პროექტის განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება. საქართველოში მიწის რეგისტრაციის მიმართულებით საგანგაშო მდგომარეობაა, სასოფლო-სამეურნეო მიწების 70% დაურეგისტრირებელია, ასეთ პირობებში ხშირია საკუთრებასთან დაკავშირებული დავები, რაც პროექტის შესრულებას აჭიანურებს, ან შეუძლებელს ხდის.

 

· რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსებული მსხვილი პროექტები ძირითადად გარდამავალ კატეგორიაშია გადაყვანილი და 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით არ არის დასრულებული. პროექტების გაჭიანურების, ძირითადი, გამომწვევი მიზეზი ტენდერების დაგვიანებული ჩატარება იყო. ამიტომ აუცილებელია პროექტების განხორციელების სწორი დაგეგმვა, და ტენდერები არაუგვიანეს წლის შუა თვეებში უნდა ტარდებოდეს.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია