დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„25 თებერვალი - საქართველოს ოკუპაციის დღე“ - გამოფენა პარლამენტში
„25 თებერვალი - საქართველოს ოკუპაციის დღე“ - გამოფენა პარლამენტში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2047
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

21 თებერვალს პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ, ფოიეში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „25 თებერვალი - საქართველოს ოკუპაციის დღე“.

 

„საქართველოში ოკუპაციის დღე 2012 წლიდან აღინიშნება და დღევანდელი გამოფენა ამ ფაქტს გვინდა მივუძღვნათ,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

 

გამოფენის ინიციატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. პარლამენტში წარმოდგენილია რამდენიმე ათეული ფოტო, რომლებზეც საქართველოს პირველი რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის ცალკეული პერიოდებია ასახული.

 

„საქართველო იყო შემდგარი, დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც ჩაახშო საბჭოთა ოკუპაციამ. გამოფენის მნახველს შეუძლია გააკეთოს ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომ მაშინაც - 1991 წელს, როდესაც იყო საქართველოს დაპყრობის მცდელობა, 2008 წელსაც, 1992-93 წლებში და დღესაც, კიევში, უკრაინაში განვითარებული მოვლენები მიგვანიშნებენ, რომ თავისუფლებას ებრძოდა და ებრძვის ერთი და იგივე ძალა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია