დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„მილიარდი ამბოხებული სამართლიანობისათვის“
„მილიარდი ამბოხებული სამართლიანობისათვის“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2077
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

2014 წლის 14 თებერვალს სრულიად მსოფლიო გაერთიანდა გლობალური კამპანიის „მილიარდი ამბოხებული სამართლიანობისათვის“ ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად.

 

 

კამპანიის ფარგლებში, ქალები გამოდიან სახლებიდან, სამსახურებიდან და ცეკვით ერთიანდებიან, რათა მთელმა მსოფლიომ იხილოს მათი ერთიანობა და ძალისხმევა სამართლიანობის აღდგენის, ძალადობის დაგმობისა და გენდერული თანასწორობისთვის.

 

საქართველოში უკვე მეორე წელია, აღინიშნება ეს დღე და საზოგადოება მშვიდობიანი პერფორმანსის გზით უერთდება მსოფლიო მოწოდებას სამართლიანობისათვის.

 

ქუთაისშიც, თეთრ ხიდზე მოხალისე ახალგაზრდებმა აქცია-კონცერტი გამართეს და  ქალთა მიმართ ძალადობა დაგმეს. ამ აქციით ისინი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ ღონისძიებას შეუერთდნენ, სახელწოდებით: „ერთი მილიარდი ხმა“.

 

„ჩვენ ვუერთდებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ აქციას და ვგმობთ ქალთა ძალადობასყ გვინდოდა, რომ მრავალფეროვანი ყოფილილიყო ღონისძიება და მოვიწვიეთ ის ადამიანები, ვინც ხატავდა, ლექსს წერდა, მღეროდა და ა.შ.

 

ეს ყველაფერი ერთობლივი ძალებით კეთდება, მოხალისეობრივად,“ - განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მონიკა მარღანიამ.

 

სტატისტიკური მონაცემებით, 3 ქალიდან ერთი ქალი არის გაუპატიურებული ან ნაცემი თავის სიცოცხლეში ერთხელ მაინც - ეს არის ერთი მილიარდი ქალი.  

 

„2013 წელს ერთმა მილიარდმა ქალმა და მამაკაცმა დაგმო ძალადობა. მსოფლიოში ერთი მილიარდი ქალი და მამაკაცი კი დღეს თავის ისტორიას გადმოსცემს ცეკვითა და საუბრით, რათა ბოლო მოეღოს ქალთა მიმართ ძალადობას. მოვუწოდებ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ,“ - განაცხადა ღონისძიების ინიციატორმა, გერმანელმა მოხალისემ ერლენ შროდერმა. 

 

 ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო აქციას სახალხო დამცველის სამსახურიც გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია: საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ჩატარებული არაერთი კვლევა მიუთითებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე, რისი მიღწევაც შესაძლებელია კამპანიაში საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფით.  კამპანიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტები სწორედ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაბ ქალთა მოძრაობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ძალადობის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებისათვის ბრძოლაა.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას და უერთდება მილიარდ ამბოხებულთა კამპანიას.

 

დღეს, როცა მრავალი ქალი -შევიწროებული და დამცირებული, ცხოვრობს ძალადობრივ გარემოში, მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი ფორმებით დავგმოთ ძალადობა, გამოვხატოთ თანადგომა და გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია