საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ნაციონალების ვერშემდგარ რებრენდინგზე დამწუხრებული ლევან ბერ’ენიშვილის პასუხად ნინო ბურჯანაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1566
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი

ნაციონალების ვერშემდგარ რებრენდინგზე დამწუხრებული ლევან ბერენიშვილის პასუხად ნინო ბურჯანაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

 

 

არასაპარლამენტო ოპოზიციიდან უკვე დიდი ხანია ისმის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. მათ შორის არის „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. პარლამენტის ყოფილი სპიკერი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და კვლავ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა.

 

„ნაციონალური მოძრაობა ხელიდან უშვებს იმ შანსს, რომ ყოფილიყვნენ სერიოზული პოსტსახელისუფლებო პარტია. ყოფილიყვნენ პარტია ხელისუფლების შემდეგ. ჩვენ ამას ვგულშემატკივრობდით, ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველოს ჰყავდეს პარტიები, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში, არიან ოპოზიციაში, მერე შეიძლება კიდევ მოვიდნენ, ან არ მოვიდნენ ოპოზიციაში. მაგრამ ამისთვის საჭიროა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ სერიოზული ნაბიჯები გადადგას. დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ აშკარად მიექანება დასასრულისკენ. რებრენდინგი, რომელიც უნდა მომხდარიყო, ვერ მოხდა,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამდიდი ხნის ისტორიაში, ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში გვამების ისტორიაში, პირველად აურია იმ თვალსაზრისით, რომ 7-მა კაცმა ილაპარაკა და 7-ივემ სხვადასხვა ვერსია მოგვასმენინა.

 

„არ არის გამორიცხული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასუსტა იმანაც, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოდის და პირდაპირ აცხადებს, რომ არ აინტერესებს ეს ქვეყანა. ის უფრო დიდი იდეებისთვის არის გაჩენილი.“ - აცხადებს ბერძენიშვილი და დასძენს, რომ მათ უნდა გაწიონ სწორი ოპონირება.

 

ლევან ბერძენიშვილის „ზრუნვას“ ყოფილი მმართველი პარტიის რებრენდინგზე მალევე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციაშია. ნინო ბურჯანაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისათვის უკვე კარგა ხანია, ნათელი გახდა, რომ არანაირი კოჰაბიტაციის დასრულება არ იგეგმება და ის, რასაც ჩვენ ვხედავთ - შეხმატკბილებულ პოზიციას „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის - მართლაც სერიოზული გეგმის ნაწილია.

 

„დასკვნა მე დიდი ხანია, გაკეთებული მაქვს, ამ განცხადების საფუძველს კი ბატონი ბერძენიშვილის დღევანდელი განცხადება მაძლევს. ის ძალიან გულდაწყვეტით საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ რებრედინგი და ეს თურმე ძალიან სამწუხაროა. მისი თქმით, ის ძალიან წუხს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ახერხებს პოსტსახელისუფლებო პარტიად ჩამოყალიბდეს. ის აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" გულშემატკივრობდა "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენას. ჩვენ ეს ადრეც მოვისმინეთ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა არის ქართული დემოკრატიის გადარჩენა,“ - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა

 

როგორც ბურჯანაძე მიიჩნევს, ბერძენიშვილის განცხდების შემდეგ, ქართულმა საზოგადოებამ მართლაც სერიოზული დასკვნა უნდა გააკეთოს. მისივე თქმით, მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიის დროს გიორგი მარგველაშვილის დაპირებისა, რომ 27 ოქტომბერს, მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კოჰაბიტაცია დასრულდებოდა, ამის ნაცვლად "ქრთული ოცნება" ცდილობს, რომ ქვეყანაში ორპარტიული სისტემა ჩამოყალიბდეს. ამიტომ ბურჯანაძისთვის გასაკვირი არ არის, თუ რატომ არ ხდება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, რატომ არ ისჯებიან რეალურად დამნაშავენი, რატომ დადის სააკაშვილი ასე თავისუფლად და უკითხავენ ყველას მორალს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გარდა, რატომ არავის დაბრუნებია წართმეული ქონება საქართველოში

 

„ასევე, ალბათ გასაკვირი არ არის ისიც, რომ "ქართული ოცნება" იმეორებს ყველა იმ ფასეულობას და რიტორიკას, რასაც ზოგჯერ ვერც კი ბედავდა "ნაციონალური მოძრაობა". მხედველობაში მაქვს პატრიარქისა და ეკლესიის კრიტიკის მოწოდების განცხადება, რომ თურმე საქართველოს ეკლესია რუსეთის დასაყრდენი ყოფილა, განცხადებებს ძალიან ბევრს სხვა თემებთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის შეხედულებებს. ვფიქრობ, ამ განცხადებამ და ამ გოდებამ "ნაციონალური მოძრაობის" ვერ გაძლიერების გამო, ნამდვილად უნდა მიგვაღებინოს გადაწყვეტილება, რომ მოვითხოვოთ ისეთი პარლამენტი ქვეყანაში, რომელიც რეალურად ასახავს საქართველოს მოსახლეობის განწყობას. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ საკითხი უნდა დაისვას დაქართული ოცნებისერთ-ერთი ლიდერის დღევანდელმა განცხადებამ ამაში ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაარწმუნოს,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია