დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კედელი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება, ჩამოინგრეს...
კედელი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება, ჩამოინგრეს...
სულ ნანახია 1788
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

იანვარის მიწურულს ჩვენმა ორგანიზაციამ - „ახალი სამოქალაქო აზროვნება+“-მა, მოიპოვა ქუთაისის წყალმომარაგების სისტემების დეტალური დაპროექტების მასალები. აღნიშნული დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელი გახდა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დახმარებით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ბიუროს თითოეულ თანამშრომელს. ასევე მადლობას ვუხდით ასოციაცია „ასა“-ს წარმომადგენლებს, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობდით აღნიშნულ საკითხზე.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ წყალმომარაგების პროექტის ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ქუთაისის წყალმომარაგების ქსელის გაუმჯობესებას, დაყოფილია დროში ორ ფაზად:

 

 

•   პირველი ფაზა - 2015 წლამდე;

 

პირველი ფაზა, რომელიც დაიწყო 2013 წელს და, ძირითადად, ორიენტირებულია ქუთაისის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ უბნებზე, მოიცავს 6 ახალი რეზერვუარისა და 2 სატუმბი სადგურის მშენებლობას, ჯამური 52 კმ წყალმომარაგების მაგისტრალური ხაზებისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას, მაღალსართულიან კორპუსებში 40000 აბონენტის გამრიცხველიანებას.

 

 

•  მეორე ფაზა - 2016 წლიდან 2020 წლამდე.

 

პროექტის მეორე ფაზა, რომლის დაწყებასაც უნდა ველოდოთ 2016 წელს, მიზნად ისახავს ახალი „აღმოსავლეთის რეზერვუარის „მშენებლობას“ და სამომსახურებო ტერიტორიების გაფართოებას ახალი უბნების მიერთებით წყალმომარაგების სისტემებთან. ასევე იგეგმება ძველი მილსადენების შეცვლა, ახალი სატუმბი სადგურებისა და წყალშემკრები რეზერვუარების მშენებლობა. გამანაწილებელი ქსელი დაიყოფა ხუთ სექტორად, რომლებსაც ექნებათ ერთმანეთთან შეერთების შესაძლებლობა.

 

და საერთოდ, ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის მონაცემებით, ახალი ქსელით შესაძლებელი იქნება სამიჯნე 2040 წლისათვის პროგნოზირებული მოსახლეობის მომარაგება.

 

ეს ყველაფერი ძალიან კარგია და ძნელად თუ მოიძებნება ქალაქში ადამიანი, რომელიც არ მიესალმებოდეს წყალმომარაგების გაუმჯობესების მხრივ დაგეგმილ საქმიანობებს, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც შეიძლება არ იყოს ისეთივე მასშტაბური, როგორც სრულიად ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ეხებოდეს მხოლოდ ერთ ან რამოდენიმე ადამიანს, მაგრამ ითხოვდეს გადაწყვეტას სასწრაფოდ და არა 2015, 2020 ან 2040 წლისათვის. ვინ მოთვლის, რამდენმა ასეთი პრობლემური საკითხი დაგროვდა ჩვენს ქალაქში.

 

ორგანიზაციის მიმდინარე პროექტის - „ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა“ მსვლელობისას, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა რამოდენიმე შეხვედრა ქუთაისის საზოგადოების წარმომადგენლებთან:

 

·  კახიანაურის, საფიჩხიის და ქალაქ-მუზეუმის მართვის ტერიტორიულ ორგანოებში;

 

·  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

 

·  ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში;

 

·  გელათის ქუჩის მაცხოვრებლებთან.

 

ასევე გვქონდა მრავალი შეხვედრა მოსახლეობასთან სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს. ჩატარებული და დაგეგმილი შეხვედრების ძირითად მიზანს წარმოადგენს ქუთაისში მიმდინარე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო პროექტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და არსებული მდგომარეობის შესახებ დისკუსიის გამართვა, შეხვედრების მონაწილეთა მიერ გამოთქმული პრობლემების აღმოფხვრასა თუ შერბილებაზე ზრუნვა თვით შეხვედრის მონაწილეებთან ერთად. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს პრობლემის მქონე ადამიანების გააქტიურებას კანონიერი გზით თავისი უფლებების დაცვის საკითხში, კომუნალური სერვისების მომწოდებელთან ურთიერთობის უნარჩვევების შეძენისას და, რაც მთავარია, მისცემს მათ შესაძლებლობას სრულფასოვანი მოქალაქედ ჩემოყალიბებისა.

 

დისკუსიების დროს, ძირითადად, გამოიკვეთა ქუთაისისათვის დამახასიათებელი ტიპური პრობლემები:

 

·  ინდივიდუალურ სახლებში დაყენებული აღრიცხვის კვანძისათვის თანხის გადახდა;

 

·     მრავალბინიან სახლებში მცხოვრებ აბონენტთათვის აღრიცხვის კვანძის დაყენებაზე ზედმეტი თანხის გადახდა (მიწის სამუშაოებისა და პლასტმასის ყუთების დადგმისათვის);

 

·  2012 წლის ნოემბრის შემდეგ ყველა ადრე დაყენებული აღრიცხვის კვანძისათვის ერთნაირად თანხის მოთხოვნა 100 ლარის ოდენობით.

 

 

ჩვენს მიერ ჩატარებული შეხვედრებიდან გამოვყოფთ ქალაქ-მუზეუმის მართვის ტერიტორიულ ორგანოში გამართულ შეხვედრას, სადაც დაგვესწრო გელათის ქუჩის ერთ-ერთი ეზოს რამოდენიმე წარმომადგენელი. მათ აგვიწერეს ის მდგომარეობა, რასაც თქვენ ხედავთ სურათებზე. ეს გახლავთ გელათის ქუჩის ?47 და 49-ის ეზო საერთო ასასვლელით. ამის შესახებ მოთხრობილია ჩვენს სტატიაში გაზეთ „P.S.“  („პოსტსკრიპტუმი“) ერთ-ერთ წინა ნომერში, კერძოდ ?1(689) 03.02.2014-09.02.2014 წ.

 

საერთო ეზოში 8 ოჯახზე (წყალმომარაგების აბონენტზე) არის 2 საკანალიზაციო მილი, ერთი ემსახურება 3 აბონენტს, ხოლო მეორე 5 აბონენტს. მეორე მილი არის სრულიად უვარგისი და ხდება ფეკალური მასების გაჟონვა ეზოში, კიბეებზე და, საერთოდ - ქუჩაში, თითქმის მთელ ქვედა მონაკვეთზე. ასევე აბონენტთა სახლები განლაგებულია ქუჩის პირიდან, დაახლოებით, 2 მეტრის სიმაღლეზე და დიდი ქვებით ნაშენები ქუჩის პირა კედელი არის ჩამონგრევის საშიშროების წინაშე. პირველ (შედარებით გამართულ) მილზე დამატებით 5 აბონენტის დაერთება არის შეუძლებელი მილის გამტარიანობის გამო. როგორც მაცხოვრებლებმა გვითხრეს, აღნიშნული პრობლემის შესახებ უკანასკნელ წლებში მათ ბევრჯერ მიუმართავთ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობისათვის, ასევე წყალკანალისათვის, თუმცა, მრავალი დაპირების მიუხედავად, პრობლემა დღესაც მოუგვარებელია. ესთეტიკურ და ჰიგიენურ პრობლემებს დაემატა კედლის ჩამოშლის საშიშროებაც. იგი ყოველ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს და შექმნას ავარიული სიტუაცია შემდეგი გარემომებებით:

 

·  მაცხოვრებლებს შეუწყდებათ გაზმომარაგება, წყალმომარაგება და წყალარინება (კანალიზაცია);

 

·  დროებით დაიკეტება საავტომობილო მოძრაობა.

 

აღსანიშნავია, რომ საყრდენ კედლად გამოყენებული ქვითკირის ყორედან გამოდის ტუალეტის წყალი და ეზოს კიბესთან სანამ მიხვალ, სუნთქვა უნდა შეიკავო. რაც შეეხება კანალიზაციის მილის შეცილებული ნაწილიდან გამომდინარე სითხეს - ის გამოდის ტროტუარზე (კედელში ჟონვა შეიმჩნევა მუქი ფერით) საკმაო მანძილზე და შემდეგ ჩაედინება ღვარსადენში. მსგავსი სიტუაცია არის გელათის ქუჩის ?46-ს ნომერშიც.

 

თხოვნა ადგილობრივი თვითმმართველობის და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან:

·  ვისი ვალდებულებაცაა - მიაქციონ ყურადღება აღნიშნული საკითხს;

 

·  გთხოვთ, სასწრაფოდ დაათვალიეროთ აღნიშნული ადგილი, შეისწავლოთ მდგომარეობა, მოძებნოთ შესაბამისი გამოსავალი და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები.

 

 

 

„ახალი სამოქალაქო აზროვნება +

 

 

სტატია მომზადებულია პროექტის „ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა“ ფარგლებში.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია