საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„ტეხასმოტრი“ ბრუნდება?
„ტეხასმოტრი“ ბრუნდება?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2574
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

ავტომობილების ტექდათვალიერება, იგივე „ტეხასმოტრი“ ისევ სავალდებულო ხდება. აღნიშნული საბუთი ავტომობილებს ევროპის ქვეყნებში არსებული ავტო-სტანდარტების დაკმაყოფილებას ავალდებულებს. რაც, ბუნებრივია, საქართველოში მოძრავი ავტომობილებისათვის რთული გადასალახია. ამის მიზაზი კი, ძირითადად, მეორადი ავტომობილების გავრცელება, ნაწილების გაუმართავობა და ის ფაქტორებია, რაც ხელს უშლის ავტომობილოების სრულყოფილებას: საწვავის ხარისხი, სავალი გზა და ა.შ.

 

საქართველოში ევროპული სტანდარტის დანერგვა ლოგიკურად საწვავზე ფასის ზრდას გამოიწვევს, რასაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მზად უნდა შეხვდეს. საქართველოში 700 ათასზე მეტი ავტომობილი მოძრაობს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. ავტოპარკის 70% 1990-95 წლებშია გამოშვებული, ანუ ის მანქანებია, რომლებიც „ევრო-1“-ის სტანდარტის ბენზინზეა გათვლილი (არადა ევროპაში უკვე „ევრო-5“-ისა და „ევრო-6“-ის საწვავს მოიხმარენ). იგი ევროპის ქვეყნებში უკვე კარგა ხანია, აიკრძალა. დარჩენილი 30:-დან უმეტესობა 2000 წლამდე გამოშვებული ავტომობილებია. შედარებით ახალი მანქანების წილი ბაზარზე 8-10%-ს არ აღმატება.

 

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ შესაქმნელია სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთბაშად არ დაარტყამს ავტომანქანის მფლობელის ჯიბეს, არ იქნება დასჯის ფორმის და ხელს შეუწყობს ავტოპარკის განახლებას.

„აუცილებელია, დილერებთან ერთად, ძველი ავტომობილების ახლით შეცვლის პროგრამის შემუშავება, რომელიც ბევრ ქვეყანაში მუშაობს. ამ პროგრამის მიხედვით, კომპანიები კლიენტისგან ძველ ავტომობილს იბარებენ, მის ღირებულებას ახალი მანქანის ფასს გამოაკლებენ და დამატებითი თანხის დაფარვისთვის მყიდველს კრედიტს აძლევენ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებები უნდა შემცირდეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო ევროპული და ამერიკული უვარგისი ავტომობილების სასაფლაოდ არის გადაქცეული“, - აცხადებს ოგბაიძე.

 

მსგავსი დამოკიდებულება აქვთ ქუთაისელ მძღოლებსაც. მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ „ტეხასმოტრის“ დაბრუნების შემთხვევაში, ისინი უმუშევრები დარჩებიან, რადგან ახალი მანქანების შეძენის საშუალება მათ არ აქვთ, თავიანთი ავტომობილები კი ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებენ ევრო სტანდარტებს.

 

თამაზ ჩაფიძე: „ჯერ სუფთა საწვავი შემიოტანონ და დაარეგულირონ ყველაფერი და მერე მოგვთხოვონ ევროსტანდარტები. ჩვენ, ყველას, ძველი მანქანები გვყავს და რომელი გაუძლებს ევროსტანდარტებს. არანაირად არ მივესალმები „ტეხასმოტრის“ დაბრუნებას“.

 

ელგუჯა ქობალაძე: „ეს მანქანები ვერანაირად ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას, ჩვენ კი იმდენის საშუალება არ გვაქვს, რომ ახალი მანქანები ვიყიდოთ.

 

სულიკო იობიძე: „საწვავიც კი არ არის უმაღლესი ხარისხის და საიდან მოვიყვანო მე ახალი მანქანა, როცა ძლივს ვმუშაობ, რომ ოჯახს ორი კაპიკი შევმატო, ან „ტეხასმოტრიო“ რომ გაიძახიან, გზები თუ აქვთ ერთი ევროსტანდარტების?“

 

გურამი აბაზაძე: „არანაირი საშუალება არა გვაქვს, ძლივს ვუშაობთ. მარშუტკებს ისედაც ევალებათ,  გაიარონ ტექდათვალიერება, მაგრამ პატარა მანქანებისთვის შეუძლებელია ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება. გარდა მაგისა, „ტეხასმოტრზე“ თანხაც  იქნება გადასახდელი ყოველ თვეში. ძლივს რაღაცას ვწვალობთ და კიდე გასავალის დამატება გვინდა?!“

 

მძღოლების ნაწილი კი დადებითად უყურებს „ტეხასმოტრის“ დაბრუნებას. თუმცა, იმედოვნებენ, რომ ყოველთვიური გადასახადი მათთვის ხელმისაწვდომი იქნება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია