დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სამართალდამცველებმა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი და ვეტერინარ-ექიმები დააკავეს
სულ ნანახია 1751
ავტორი:

სამართალდამცველებმა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი და ვეტერინარ-ექიმები დააკავეს

 

 

 

აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა 7 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა იმ უწყებათა საქმიანობა გადაამოწმა, რომლებსაც უშუალოდ ევალებათ ხორცპროდუქტების შემოწმება და მისი ვარგისიანობის დადგენა. ამ პროცესში საგამოძიებო სამსახურმა სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა.

 

კერძოდ, საგამოძიებო სამსახურმა, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ეთერ ინასარიძე დააკავა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 400 კგ ხორცპროდუქტების საკვებად ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ჩატარების დროს, კვლევისათვის ნიმუშის აღებისას შეარჩია საქონლის ხორცის  შედარებით უკეთესი ნაწილი, ხოლო  ცუდი ვიზუალის და შეფერილობის  ხორცპროდუქტებს ექსპერტიზა განზრახ არ ჩაუტარა, რის შემდეგაც ყალბი დასკვნა გასცა, რომელშიც საკვებად უვარგისი აღნიშნული ხორცპროდუქტები ვარგისიანად დააფიქსირა.

 

გარდა ამისა, ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით, გამოვლენილია კიდევ რამდენიმე სამართალდარღვევა.

 

სამართალდამცველებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ-ექიმები - მიხეილ კაპანაძე, ვლადიმერ ჩუხრუკიძე, თეიმურაზ მარხვაშვილი და მოქალაქეები - კახა კოპაძე და გიორგი გოგიშვილი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ვეტერინარ-ექიმებმა მიხეილ კაპანაძემ, თეიმურაზ მარხვაშვილმა და ვლადიმერ ჩუხრუკიძემ, ქრთამის აღების სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების გვერდის ავლით, საქონლის ხორცის შემოწმების გარეშე  გასცეს ვეტერინარული მოწმობები.

 

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ სასაკლაოს ორგანიზებისა და ფუნქციონირების სფეროში დასაქმებული შპს Crosslane investments limited-ის, თანამშრომელმა გიორგი გოგიშვილმა, რომელსაც არ ჰქონდა ექიმ-ვეტერინარის კვალიფიკაცია და შესაბამისად, საქონლის ხორცის დადამღვისა და სურსათის ვეტერინარული მოწმობის გაცემაზე სათანადო უფლებამოსილება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოქალაქეზე ყალბი ვეტერინარული მოწმობა გაასაღა.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ზემოთხსენებული სამართალდარღვევის შედეგად უვარგისი ხორცპროდუქტები სარეალიზაციოდ დახლებზე ხვდებოდა, რაც დროულად იქნა აღკვეთილი.


 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის და 370-ე მუხლის პირველი ნაწილებით, 338-ე მუხლის, 341-ე მუხლისა და  362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე, ასევე თავისუფლების 9 წლით აღკვეთას ითვალისწინებს,“ - განაცხადა გრძელიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია