დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი: „შეიძლება, პატრიარქსაც შეეშალოს“
ბიძინა ივანიშვილი: „შეიძლება, პატრიარქსაც შეეშალოს“
ავტორი: ეთერ ბალაძე
სულ ნანახია 1725
ავტორი:
ეთერ ბალაძე
მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილმა „მოქალაქის“ პრეზენტაციაზე ჟურნალისტის იმ შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც პატრიარქის ეპისტოლეს იმ ნაწილს შეეხება, სადაც ილია მეორე ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის შედეგად დაბადებულ ბავშვებს პრობლემატურებს უწოდებს. ივანიშვილის განმარტებით, ის უდიდეს პატივს სცემს პატრიარქს, თუმცა, ამ აზრს არ ეთანხმება.

 

მისივე განცხადებით, ეკლესიას აქვს ტაბუდადებული თემები, მაგრამ  საზოგადოებას შეუძლია, ის გადალახოს. თავად ეკლესიაშიც არის პრობლემები, იქაც შეიძლება შეეშალოთ და იყოს დარღვევები. ზოგჯერ ეკლესიის წარმომადგენლებიც საჭიროებენ კრიტიკას - განაცხადა ივანიშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილი („მოქალაქის“ დამფუძნებელი): „ჩვენ პატივს ვცემთ ისტორიას, ტრადიციებს, მართლმადიდებლობას. პატივს ვცემ პატრიარქს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გადალახოს ბარიერი, რომ ეს თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება, არის უმწიკვლო და ხელშეუხებელი. პატრიარქი ბრძანებს თუ სხვა ეკლესიის მსახური, ეს დამოკიდებულება, ჩემი აზრით, არის ზედმეტად გაფეტიშებული და გადაჭარბებული. ეს არ უნდა იყოს ასე. არ საჭიროებს ამას არც პატრიარქი და არც ეკლესია. ეკლესიაში იგივე პრობლემებია, რაც საზოგადოებაში და არ არის ნაკლები. ასეც უნდა იყოს. ეკლესიის მსახურნი არიან ჩვენი თანამოქალაქეები, მათი სამსახური არის ის და იქ აკეთებენ თავის მოვალეობას.

 

დამოკიდებულება, რაც საზოგადოებაში არსებობს, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული, ჩემი აზრით, არის შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის და არ არის სწორი საზოგადოების ეს დამოკიდებულება. ისევე შეიძლება, შეეშალოთ იქაც და მოხდეს იქაც ცუდი ამბები. ასევე შეიძლება, იყოს დარღვევები და გაუგებრობები ეკლესიაშიც. ნუ გეშინიათ ამაზე საუბრის. ისინი საჭიროებენ კრიტიკას, მინიშნებას და მითითებას.

 

შეიძლება, პატრიარქსაც შეეშალოს. პატრიარქმა შეიძლება, თქვას, მაგრამ ჩვენ არ გავიზიაროთ. ეს ნორმალურია. არ გვინდა ეს დოგმები. როდესაც ორ მეუღლეს საშუალება არ აქვს შვილის გაჩენის, ამაში მედიცინა ერევა და ახალი სიცოცხლე ჩნდება, ამაში საკამათო არაფერია.“

 

რაც შეეხება სუროგაციის თემას, ივანიშვილის აზრით, აღნიშნული საკითხი საკამათოა.


„შეიძლება, სუროგაციაზე იყოს საკამათო. ამაზე კანონმდებლობას დახვეწა სჭირდება. ამან გამოიწვია პოლემიკა ევროპის ქვეყნებშიც. პრობლემატურია ეს საკითხი - კომერციალიზაცია ამ თემით თუ დახმარება და ა.შ. სადებატოა სუროგატული დედის თემა,“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია