დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„სნიკერსი“, „მარსი“, ჩაი „ლიპტონი“... გენმოდიფიცირებული პროდუქტების „გავი სია“
„სნიკერსი“, „მარსი“, ჩაი „ლიპტონი“... გენმოდიფიცირებული პროდუქტების „გავი სია“
სულ ნანახია 5384
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები გენური ინჟინერიის შედეგად არის მიღებული.

 

გენური ინჟინერია ჩვეულებრივ გულისხმობს უჯრედულ დონეზე ხელოვნური მანიპულაციის შედეგად საჭირო გენის ერთი სახეობის ორგანიზმიდან სხვა, არამონათესავე ორგანიზმში გადატანას; შესაძლებელია ადამიანის გენის გადატანა ცხოველებში და - პირიქით. საქართველოში ასეთი პროდუქციის შემოტანა 1996 წლიდან დაიწყო.  ბოლო წლებში ცნობილი გახდა ზოგიერთი გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებზე გენმოდიფიცირებული პროდუქტების უარყოფით ზეგავლენას ადასტურებს.

 

როდესაც ადამიანის ორგანიზმში ასეთი პროდუქტი ხვდება და ამას სისტემატური ხასიათი აქვს, ეს მასში მთელ რიგ გენურ ცვლილებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებსა და სხვა პათოლოგიებს იწვევს. საერთოდ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ცოცხალი ორგანიზმებია, ამდენად, გამრავლებით, გავრცელებითა და საკუთარი გენების გადაცემის უნარით გამოირჩევა. ისინი ადამიანისთვის უცხო ხელოვნური ნივთიერებებით არიან გაჯერებული. მაგალითად, არსებობს ვირთაგვასგენიანი კომბოსტო, თევზისგენიანი პომიდორი და უამრავი სხვა ამგვარი. 2004 წლიდან ევროპის ქვეყნებში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს სპეციალური ნიშა მიენიჭა, რის შედეგადაც მოსახლეობას ეძლევა საშუალება, თავად გააკეთოს არჩევანი გენმოდიფიცირებულ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს შორის. მეცნიერები და მედიკოსები გენმოდიცირებული პროდუქტების ე.წ. „შავ სიას“ აქვეყნებენ, რომელიც განსაკუთრებით  საზიანოა ბავშვებისთვის.

 

 

1. შოკოლადი ჰერშელი

2.შოკოლადი „მარსი და M.M-სი

3. სნიკერსი

4. „ტვიქსი“

5. „კედბური“

6. „ფერერო“

7. რუსული შოკოლადი „Нестле

8. Соса-Соla

9. პეპსი

10. სუპი „კამბელი“

11. სოუსი „კნორი“

12. ჩაი „ლიპტონი“

13. ორცხობილა „პარმალატი“

14.  იოგურტი, კეფირი

15. საბავშვო სასმელი „ნესტლე“

16. McDonald’s-ის საკვები

 

17. შოკოლადი, ჩიპსი. 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია