საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქართველები სოჭის ოლიმპიადაზე
ქართველები სოჭის ოლიმპიადაზე
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1248
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

2014 წლის 7 თებერვალს სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონია სიმბორულად 20:14 საათზე დაიწყო. ოლიმპიურ მოედანზე 101 ქვეყნის წარმომადგენლები გავლენ, მათ შორის - ქართველი სპორტსმენებიც.

 

 ოლიმპიადაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის სამი მოთხილამურე: ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე. მოციგურავე ელენე გედევანიშვილი ოლიმპიურ ნაკრებს სოჭში მოგვიანებით, კანადიდან შეუერთდება.

 

 სოჭში უკვე იმყოფებიან საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი. ოლიმპიურ თამაშებზე პირველად ასპარეზობაში მოთხილამურეები ჩაერთვებიან, ხოლო ნინო წიკლაური, 18 თებერვალს, შეეცდება თავისი საუკეთესო შედეგის ჩვენებას.

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სოჭში საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს შეხვედროდა. თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია