დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სხეულის ენა, ანუ როდის სურთ თქვენი მოკვლა, ან – თქვენთან სექსი?
სხეულის ენა, ანუ როდის სურთ თქვენი მოკვლა, ან – თქვენთან სექსი?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 2275
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

ბოლო პერიოდში სხვადასხვა ფსიქოლოგიური სკოლა გასაოცარ ინფორმაციებს აქვეყნებს. ერთ-ერთი ფსიქოლოგის მოსაზრება ასეთია: თუ ადამიანი 6 წამზე მეტხანს გიყურებს თვალებში, მას თქვენი ან მოკვლა სურს, ან კიდევ თქვენთან სექსი!

 

ბუნებრივია, ამის პრაქტიკაში   „გასინჯვა“ ურთულესია! სამაგიეროდ, უკვე დასავლურ ფსიქოლოგიურ სკოლებში გამართულად საუბრობენ ე.წ. „სხეულის ენაზე“, რომელიც ზედმიწევნით გასათვალისწინებელია პოლიტიკოსებისათვის და საზოგადოებასთან აქტიურად კონტაქტში მყოფი პირებისათვის.

 

სხეულის ენის შესახებ გვესაუბრა ქართველი ფსიქოლოგი, ამჟამად გერმანიაში მოღვაწე სოფო ხარატი.

 

„ძალიან არ მომწონს ის ადამიანი, ან პირიქით - ძალიან მომწონს... მაგრამ შეიძლება უცებ გაიგონო კითხვა: რა იცი, შენ ხომ მას საერთოდ არ იცნობ?

ეს სიტუაცია ძალიან ბევრისთვის კარგად ცნობილია და, ალბათ, ყველას მოსვლია ერთხელ მაინც ცხოვრებაში,“ - ამბობს ფსიქოლოგი მონიკა მაჩნიგი.

 

როცა უცხო ადამიანი ძალიან გესიმპათიურება, ან პირიქით, არ გსიამოვნებს მასთან შეხვედრა, ჩვეულებრივი რამეა, მაგრამ რატომ ხდება ასე? ეს ძალიან ბევრ ჩვენგანს უნდა, რომ გაიგოს.

სანამ სხვა ხმას ამოიღებს, მანამდე ხდება ჩვენს გონებაში, წამების განმავლობაში წარმოდგენა იმ ადამიანზე. არსებობს რაღაც, რაც არაცნობიერზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და იწვევს ან უარყოფით, ან დადებით ემოციას.“

 

როგორ დადიხართ, როგორ დგახართ, ან როგორ ზიხართ, თქვენი ტანსაცმელი, თქვენი სახის გამომეტყველება, მიმიკები და სახის გამომეტყველება,  - ეს ყველაფერი არის არავერბალური სიგნალები, რომელსაც თქვენს ირგვლივ მდგომი ადამიანები, ხან გაცნობიერებულად, ხანაც გაუცნობიერებლად პირდაპირ აღიქვამენ და ეს ინფორმაცია თქვენზე დიდი ხანი ინახება მათ გონებაში.

ჩვენ ვიცით, როცა ჩვენ უცხო ადამიანს პირველად ვხედავთ, 100 მილიარდი ნერვული უჯრედი აქტივირდება. ადამიანის ავტომატური სკანერი, რომელიც ტვინშია მოთავსებული, იღებს უცხო პიროვნებიდან ინფორმაციას, ასკანერებს და ინახავს რომელიმე ტვინის „უჯრაში“. ეს პროცესი გრძელდება რამდენიმე მილიწამის განმავლობაში და ამის შემდეგ აღვიქვამთ იმ ადამიანის სახის ემოციას და სქესს.

 

შემდეგი პროცესი, თუ ის ადამიანი კიდევ დგას ჩვენს წინ, დაახლოებით, 150 მილიწამის განმავლობაში გრძელდება სკანირების პროცესი და პირველად დგინდება, არის თუ არა ის ადამიანი სიმპათიური ჩვენთვის. შემდეგ კი, თუ ეს პროცესი ზედმეტად ეგოისტურად განვითარდა, ხშირად ისმის შინაგანი კითხვა ეს ადამიანი არც ისე ცუდი ყოფილა, როგორადაც მაშინ ვფიქრობდი...

 

სხეულის ენის მნიშვნელობის პირველი ყველაზე მარტივი მაგალითია, თუ რა გავლენა აქვს ღიმილს და არსებობს თუ არა ნამდვილი და ე.წ. ყალბი ღიმილი, ან რა განსხვავებაა მათში.

 

 დამერწმუნეთ, ვერავინ ვერ დაინახავს, ადამიანი გულში როგორ იღიმის.

 

ამიტომ ყველა ჩვენგანს გამოადგება, იცოდეს მარტივი გაკვეთილი, რა განსხვავებაა ამ ორ ღიმილს შორის.

ადამიანის ნამდვილი ღიმილი იწყება თვალებიდან და გრძელდება ტუჩებით, რაც უფრო მეტი ნაოჭია ადამიანის თვალების ირგვლივ, მით უფრო ნატურალურია მისი ღიმილი.

 

 რაც შეეხება არაბუნებრივ ღიმილს, იგი მხოლოდ გაღებული პირით შეიმჩნევა. მეცნიერებმა უკვე დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ სიცილი ამარტივებს კონტაქტებს, კარიერაში წინსვლას და, უბრალოდ, შენ თვითონ გაძლევს უფრო მეტ დადებით ენერგიას.

 

ასე რომ, გაიცინეთ უფრო მეტი... პირველი შეხვედრა და შთაბეჭდილება გადამწყვეტია, მაგრამ ბოლო რჩება   ეხსიერებაში. სხეულის ენა არც თუ ისე დიდი ხანია, გამოვიდა მზის შუქზე და უფრო ცოტა ხანია, ითვალისწინებენ მას ჩვეულებრივი ადამიანები იმიტომ, რომ ძალიან ცოტას თუ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ გამოსვლის დროს დაიცვა წესები.

 

 ანუ, როცა შენ დგახარ „სცენაზე“, არ გაქვს ყველაფრის  გაკეთების უფლება, თუნდაც მოიქცე ისე, როგორც იქცევიან „ჩვეულებრივი“ ადამიანები. წარმოიდგინეთ, რამდენად შეუსაბამო იქნებოდა რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი, გამოდიოდეს ოფიციალურ შეკრებაზე და ეცვას სპორტული ტანსაცმელი, ან ლაპარაკობდეს რეპერის ჟესტებით.

 

სხეულის ენა, მიმიკები, ჟესტები ნაწილია იმიჯის, რომელიც საოცარ გავლენას ახდენს ადამიანის არაცნობიერზე. მათი მეშვეობით იპყრობენ პოპულარული ადამიანები სცენებს, ხალხის გულებს ისე, რომ, შესაძლოა, ამ პოპულარულ ხალხში ისეთი არაფერი იდოს, რომ ვინმე ჩვეულებრივ სტუდენტს აჯობოს, მაგრამ მან კარგად იცის ის წესები, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ მასებზე.“

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია