დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პირველი თებერვლიდან C-ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ფასდაკლებით სარგებლობისათვის რეგისტრაცია დაიწყო
პირველი თებერვლიდან C-ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ფასდაკლებით სარგებლობისათვის რეგისტრაცია დაიწყო
სულ ნანახია 1935
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა C-ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის წესი განმარტა.


ფასდაკლებით სარგებლობის უფლების მისაღებად, 1 თებერვლიდან (კვირის გარდა) უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამსახურებს. წარმოადგინონ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევებისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას.


სააგენტოში განცხადების ჩაბარების შემდეგ პაციენტის დოკუმეტაცია განიხილება „C-ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის, C-ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის უფლების განმსაზღვრელი კომისიის“ მიერ. კომისიის გადაწყვეტილების შესახებ, საბუთების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ეცნობება განმცხადებელს.

 

 

დადებითი პასუხის შემთხვევაში, 1 ივლისიდან მედიკამეტების შეძენა შესაძლებელი იქნება: თბილისი, იოსებიძის ქ. ?60; ქუთაისი, ბროსეს ქ. №5; ბათუმი, გოგებაშვილის ქ. 2.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია