დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ იხდიან ერთნაირ ტარიფს „უწყლო“ და „წყლიანი“ აბონენტები?
რატომ იხდიან ერთნაირ ტარიფს „უწყლო“ და „წყლიანი“ აბონენტები?
სულ ნანახია 2264
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ჩატარებულმა ყველა გამოკვლევამ, ნაციონალურ, რეგიონალურ თუ ლოკალურ დონეზე, გვიჩვენა, რომ პრობლემათა შორის პირველობას არავის უთმობს აბონენტთა სასმელი წყლით მომარაგება.

 

 

საქართველოში, სასმელი წყლის სიუხვის მიუხედავად, ვერც ერთი დასახლებული პუნქტი ვერ დაიტრაბახებს მისი ნორმალური უზრუნველყოფით. თანახმად მიღებული ნორმატიული აქტისა - „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“-სა, რომელიც მიღებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ 2008 წლის 26 ნოემბერს (დადგენილება ?32), მუხლი 2-ის „ძირითადი პრინციპები“ პუნქტი 1 ავალდებულებს მიმწოდებელს, მომხმარებელი უზრუნველყოს „შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესების და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“. დღეისათვის საქართველოში არსებული წყალმომარაგების ქსელების მქონე ვერც ერთი კომპანია ვერ აკმაყოფილებს ნორმატიული აქტით ჩამოყალიბებულ აღნიშნულ ძირითად პრინციპებს.

 

იგივე მდგომარეობაა იმერეთის რეგიონში და, რა თქმა უნდა, ქუთაისის წყალმომარაგების სისტემაშიც. სწორედ აღნიშნულ საკითხს გვსურს შევეხოთ კონკრეტულად ქუთაისის პირობებისათვის.

 

უპირველეს ყოვლისა, წარმოგიდგენთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ქუთაისის წყალმომარაგების როლს თავისი სიმძლავრის მიხედვით:

 

·       გაერთიანებულ კომპანიას მის სამოქმედო არეალში ჰყავს 244 ათასი მომხმარებელი;

 

·       ქუთაისის წყალმომარაგების სერვისცენტრში კი გაერთიანებულია 67,8 ათასი აბონენტი, ანუ 27% გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა;

 

·       ქუთაისის შემდეგ მოდის ქვემო ქართლის სერვისცენტრი 30,2 ათასი აბონენტით, რაც შეადგენს 12,4%-ს კომპანიის აბონენტების მთლიანი რაოდენობისას.

 

რამდენადაც მონაცემები გვიჩვენებს, წყალმომამარაგების ქსელი აღემატება კომპანიაში შემავალი რეგიონების ქსელს და მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას.

 

არსებული პრობლემებიდან ამჯერად განვიხილავთ ქუთაისის პირობებისათვის ორ გამოკვეთილ პრობლემას:

 

1. არაპარტნიორული ურთიერთობა მომხმარებელთან;

 

2. ინვესტიციების განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობაზე უარის თქმა, შესაბამისად - მისი დაბალი ეფექტურობა.

 

ქუთაისის სასმელი წყლით მომარაგების ქსელი იყოფა რიონის მარჯვენა და მარცხენა ნაპირის მიხედვით, რომელიც ხასიათდება მკვეთრად განსხვავებული გეოგრაფიული, ტექნიკური და აბონენტების მდგომარეობით. მარჯვენა ნაპირის აბონენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობს მაღლივ კორპუსებში, რომლისთვისაც დამახასიათებელ პრობლემას წარმოადგენს მაღალ სართულებზე წყლის მიწოდება (მეექვსე სართულის შემდეგ), საქალაქო ქსელის მეშვეობით, შექმნილი სიტუაციის გამო, მაღლივი სართულების აბონენტები იძულებულნი არიან, შექმნან საკუთარი დამოუკიდებელი წყალმომარაგების ქსელი შემდეგი სქემით; სარდაფში დადგან ტუმბო, სახლის სახურავზე რეზერვუარი, შეაერთონ ისინი მილსადენით და რეზერვუარიდან მიიღონ სასმელი წყალი ბინაში თვითდინებით. ერთ-ერთი ასეთი ბინა განთავსებულია ქუთაისში, ნუცუბიძის ქუჩის ?2, რომლის მობინადრეები 2012 წლის დეკემბრიდან უსაბუთებენ წყალმომარაგების კომპანიას, რომ წყლის ტარიფი არ უნდა იყოს ერთნაირი იმათთვის ვინც წყალს იღებს უშუალოდ ქსელიდან და იმათთვის, ვისაც უხდება დამატებითი ხარჯების გაღება მისი სამზარეულოში გამოყენებისათვის.

 

 

მობინადრეები იძულებული გახდნენ თავიანთი სიმართლის დასაბუთებისათვის ჩაერთოთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც თავის მხრივ მიაკითხა სემეკთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს. ეს უკანასკნელი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შეეკითხა - „მართალია ეს?“

 

პასუხი ასეთი იყო (წერილი ?525/1 თარიღით 01/02/2013) „... კომპანია ახორციელებს სასმელი წყლის უწყვეტ და უსაფრთხო წყალმომარაგებას სემეკ-ის 32 დადგენილების შესაბამისად“.

 

ასეთმა პასუხმა ძალიან ააღელვა აბონენტები და მათ განაგრძეს ბრძოლა უკვე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მეშვეობით, სადაც რამოდენიმეჯერ მოუსმინეს კომპანიის წარმომადგენლებს, დაწვრილებით შეისწავლეს საკითხი, გააკეთეს შესაბამისი გაანგარიშებები, რომელიც წარუდგინეს, მაგრამ კვლავ სიცრუე უარესი, ვიდრე ადრე იყო - პასუხად (წერილი 755/1 თარიღით 19/11/2013) „კომპანია არ არის უფლებამოსილი, ერთპიროვნულად შეცვალოს წყლის ტარიფი...“

 

ვინ თხოვდა ტარიფის შეცვლას, ითხოვდნენ მხოლოდ გადასახადის შემცირებას, თავისი დანახარჯებიდან გამომდინარე.

 

ბრძოლა არ დამთავრებულა. მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ თხოვა თვით სემეკს, გაერკვია ეს არალოგიკური ტყუილების საკითხი და აღედგინა სამართლიანობა რასაც ნუცუბიძის ქუჩის ?2-ის მაღალ სართულებზე მაცხოვრებელი აბონენტები ითხოვდნენ. სამართლიანობისათვის აირჩია ხალხმა ეს ხელისუფლება.

 

ვიმედოვნებთ, სამართალი გაიმარჯვებს

 

 

ინვესტიციების განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობაზე (პროექტის განხილვები, მშენებლობის მონიტორინგი) უარის თქმა ნათლად გამოჩნდა 2007-2010 წლებში განხორციელებული პროექტის პროცესში, რის უარყოფით შედეგებს ახლა გავლენას ვიმკით.

 

ქუთაისის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებისათვის 2007 წელს გამოიყო 12 585 140 ევრო, საიდანაც „მილენიუმ ჩელენჯერის“ (ა.შ.შ.) მიერ გამოყოფილი გრანტი შეადგენდა 4 256 200 ევროს. თავის მხრივ, ეს თანხა იყოფოდა ორ ნაწილად: ქსელის რეაბილიტაციისათვის (1 749 000 ევრო) და ინდივიდუალური მრიცხველებისათვის (2 317 200 ევრო) და კანალიზაციის ღია ჭების ავარიული შეკეთებისათვის (200 000 ევრო).

 

ჩვენმა ორგანიზაციამ, მრავალი მოთხოვნისა და მცდელობის მიუდედავად, ფინანსური გეგმის საინჟინრო გადაწყვეტა საპროექტო ნახაზების სახით ვერ მოიპოვა ვერც ქალაქში, ვერც დედაქალაქში და ვერც ინვესტორებიდან.

 

შედეგად პროექტის დამთავრების შემდეგ გაირკვა, რომ ვერ გავიგეთ:

 

· სად გაქრა, ან რას მოხმარდა ფინანსურ გეგმაში გათვალისწინებული 200 ათასი ევრო  და, საერთოდ, რატომ მოხვდა ეს სტატია ფინანსურ გეგმაში, ვისი დაკვეთა იყო, ან ვისი ბრძანება, სად წავიდა, თუ არ იყო გასაკეთებელი;

 

· საფინანსო გეგმაში განსაზღვრულია, „მილენიუმ ჩელენჯერის“ ფინანსური უზრუნველყოფით 2,3 მლნ ევრო უნდა მოხმარებოდა ინდივიდუალური ეზოების მქონე, ინდივიდუალური პროექტებით აშენებული სახლების მფლობელებს (რომლებიც წარმოადგენდნენ წყალმომარაგების ქსელის აბონენტებს) ინდივიდუალური მრიცხველებით აღჭურვისათვის.

 

მცირედით შევჩერდებით ამ უკანასკნელი პუნქტის ისტორიაზე:

 

სანამდე იდეა პროგრამის სახეს მიიღებდა, მოხდა ქუთაისის წყალმომარაგების შესწავლა სპეციალურად მოწვეული საკონსულტაციო კომპანიის მიერ. JACOBS GIBDD კომპანიამ განსაზღვრა პრიორიტეტები, რომელთა შორის ერთ-ერთი პირველადი, აუცილებელი და სასწრაფო მოსაგვარებელი იყო აღრიცხვიანობის საკითხი სამივე სექტორში. კვლევაში გათვალისწინებული იყო საქართველოში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება, რამაც განაპირობა 22 ათასამდე მრიცხველის დადგმა, გრანტის დაფინანსებით, მრავალბინიანი სახლების გარდა, ყველა ინდივიდუალურ სახლებში.

აქ დაიწყო ის, რასაც არავინ ელოდა სტრუქტურული „რევოლუცია“ - ქუთწყალკანალის გაერთიანება ახლადჩამოყალიბებული „დასავლეთის წყალი“-ს დაქვემდებარებაში, შემდეგ „დასავლეთის წყალის“ გაერთიანება „აღმოსავლეთ წყალთან“ და მათ ხარჯზე „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ჩამოყალიბება 2010 წლის იანვარში, რამაც ისე ააბნია საქართველოში და მათ შორის ქუთაისშიც წყალმომარაგების საკითხები, რომ დღესაც (და დიდ ხანსაც) ვერ მოუყრიან თავს.

ასეთ ვითარებაში ბიზნესსტრუქტურამ (კომპანიამ) იზრუნა ძირითად ბიზნესინტერესებზე (მოგების გაზრდა) და არა სოციალურ საკითხზე (რაზეც ჩვენს მაგივრად ზრუნავს ა.შ.შ.) - 21 ათასი შეძენილი მრიცხველის უფასოდ დაყენებისათვის (როგორც განსაზღვრული იყო პროგრამით).

 

კომპანიამ ქუთაისში დააყენა 7840 ცალი ინდივიდუალური მრიცხველი, ხოლო დანარჩენი კი გაუგებარი გზებით დააყენა, სათანადო ანაზღაურებით, ქუთაისის გარეთ. 2011 წელს კი დაიწყო ქუთაისში ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების დაყენება სემეკის განსაზღვრული ტარიფით - არაუმეტეს 100 ლარის გადახდით ერთ კვანძზე.

 

საბოლოოდ კომპანიამ ქუთაისელებს მოპარა ნაჩუქარი 13 ათასი აღრიცხვის კვანძი და ახლა მათ დადგმის საფასურს - 100 ლარს დამატებით ახდევინებენ.

 

ამდენად, პროგრამის, პროექტის საზოგადოებრივი მონიტორინგის არარსებობამ ქუთაისელებს დააკარგვინა ის ცივილური, სოციალურად დასაბუთებული, საზოგადოებისათვის ბიზნესსტრუქტურისათვის ერთნაირად აუცილებელი, ერთ სისტემად ჩამოყალიბებული  პროექტის დიდი ნაწილი, რომელსაც აფინანსებდა ამერიკა, MCG-ის სახით, და შვედეთი, SIDA-ს სახით, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებმა - ადგილობრივი ხელისუფლებიდან დაწყებული სემეკით დამთავრებული, საზოგადოება ვერჰარ დაიცვა.

 

საკმაოდ მტკივნეული და საჭირბოროტო პროცესია არსებული ქსელის მოვლა-პატრონობაც, რომლის უგულვებელყოფამ მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე და მის გამოსასწორებლად ვხარჯავთ ათეულობით მილიონ ლარს და ჯერ კიდევ შორს ვართ სასურველიდან. აღნიშნულის ნათელი მაგალითია გელათის ქუჩის ?47 და ?49-ში განთავსებული აბონენტების ჯერანაშვილის, ბასილაძის, ჩივაძის, ბეჟუაშვილის მდგომარეობა, რომელთა კანალიზაციის ფეკალი მოედინება ქუჩის სავალ ნაწილზე.

პრობლემაა, რომ აღნიშნული ქუჩის ამ მონაკვეთზე, რთული რელიეფური მდგომარეობის გამო, უმრავლეს მობინადრეს მოწყობილი აქვს ქვითკირის ყორე გამოყენებული საყრდენ კედლად, რაც აკავებს მათი ეზოების ნიადაგს. უმარვლესობა დეფორმირებულია და ავარიაულია. მათ შორის ყველაზე რთულ მდგომარეობაშია 47 და 49 სახლები, რომლიდან გამომავალი საკანალიზაციო მაგისტრალი დეფორმირებულია და მასში გამავალ ფეკალს ვეღარ ატარებს, რის გამოც იგი ჟონავს გამორეცხილ საყრდენ ყორეში და მიედინება ქუჩაში, რის გამოც საძაგელი სუნი დგას, საშიშროებაა ეპიდემიის და, საერთოდ, ქმნის ავარიულ მდგომარეობას ყველასათვის.

 

ვიმედოვნებთ, სტატია მისცემს დამატებით ბიძგს ადგილობრივ თვითმმართველობას აღნიშნული საკითხის გასააქტიურებლად და დაიწყება მრავალწლიანი პრობლემის აღმოფხვრა.

საბოლოოდ გვსურს, შევახსენოთ შესაბამის უწყებებს, რომ, თუ ეს პროცესები არ შეიცვალა დადებითისაკენ, ისე, როგორც ამას მოითხოვს ნამდვილი დემოკრატიის ელემენტალური საფუძვლები, თუ საზოგადოება არ ჩაერთო საინვესტიციო პროექტების მონიტორინგში, არ განხორციელდა არსებული  მმართველი კოალიციის წინასაარჩევნო დაპირება სამართლიანობის შესახებ, წავალთ იმ გზით, რაც იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე.

 

მივმართავთ სამთავრობო სტრუქტურებს - ნება გვიბოძეთ, ერთხელ ჩვენს დამოუკიდებლობის პერიოდში არ გავექცეთ ჩვენს წარსულ არჩევანს, არამედ - მშვიდად მივიდეთ იმასთან, ვისაც ჩავთვლით საჭიროდ პატიოსანი და სამართლიანი არჩევნების გზით, ხოლო არჩეულმა ხელისუფლებამ გულწრფელად აკონტროლოს თავისი წინასაარჩევნო დაპირებები.

 

 

 

„ახალი სამოქალაქო აზროვნება +

 

 

სტატია მომზადებულია პროექტის „ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა“ ფარგლებში

 

               

 

This project is funded by the U.S. Embassy Tbilisi. The contents of this publication are those of the Author(s) and do not necessarily represent the views of the Department of State.

 

 

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია