დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თვითმმართველობის კოდექსის პროექტი სტრასბურგში განიხილეს
თვითმმართველობის კოდექსის პროექტი სტრასბურგში განიხილეს
სულ ნანახია 1629
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

თვითმმართველობის კოდექსის პროექტი სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პირველმა პირებმა განიხილეს.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და მთავრობის კანცელარიის თვითმმართველობებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი მელაშვილი ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდნენ.

 

როგორც შეხვედრიდან გაირკვა, ევროსაბჭოს მაღალჩინოსნები საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტის ძირითად პრინციპებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობებისთვის რეალური უფლებამოსილებების მინიჭების თაობაზე იზიარებენ. ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი საკუთარ რეკომენდაციებს თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით საქართველოში უახლოეს პერიოდში გამოაგზავნის. ქართული დელეგაცია იმედოვნებს, რომ რეკომენდაციები კოდექსთან მიმართებით პოზიტიური იქნება.


„საქართველოს მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ითანამშრომლოს ევროსაბჭოსთან განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება თვითმმართველობის რეფორმას. განვიხილეთ როგორც მთლიანად კოდექსი, ისე მისი ცალკეული მუხლები. შემიძლია ვთქვა, რომ ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი მთლიანობაში მხარს უჭერს იმ გზას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ირჩევს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ თენგიზ შერგელაშვილმა. ამასთან, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში საქართველოში გამოიგზავნება დასკვნა, რომლის მიღებაც კანონპროექტის მეორე მოსმენამდე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

 

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის განცხადებით, კონგრესი თვალყურს ადევნებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას, რომლის მიზანსაც რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერება წარმოადგენს: „შარშან მონიტორინგის ანგარიშის გაცნობის შემდეგ, კონგრესმა რეკომენდაციები შეიმუშავა, ხოლო ამჟამად, მონიტორინგის შემდგომი ღონისძიებების სახით, მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, გავეცნოთ საკანონმდებლო დოკუმენტის საბოლოო ვერსიას და განვიხილოთ საპარლამენტო კენჭისყრის შედეგები მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად. მინისტრის მოადგილე ჩვენი კონგრესის მომდევნო შეხვედრაზე უკვე მოვიწვიეთ“, - განაცხადა ანდრეას კიფერმა.

 

წყარო: „კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ მიერ მომზადებული ელექტრონული ბიულეტენი 6

 

http://www.lsg.ge/uploadedFiles/files/kodeqsi%20meeqvse.pdf

 

 

მოამზადა საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრმა (GMMC), ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

 

 

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის მოსაზრებებს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია