დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რჩევები ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის
რჩევები ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის
სულ ნანახია 11452
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2014 წლის 10 თებერვალს  ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა.

 

 

რისთვის და როგორ უნდა ჩავაბაროთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა?

 

ვისაც გსურთ, რომ გახდეთ ნოტარიუსი, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ჩააბაროთ  ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

 

გამოცდაზე რომ გახვიდეთ, აუცილებელია, იყოთ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე და გქონდეთ უმაღლესი იურიდიული განათლება.

 

 

როგორ მოვემზადოთ გამოცდისთვის?  

 

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტირების ფორმით ორ ეტაპად   ზოგად უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ნაწილში.

 

პირველი ეტაპი მოიცავს  ტესტირებას ზოგად უნარ-ჩვევებში (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებში);

 

მეორე ეტაპზე ჩატარდება ტესტირება პროფესიულ ნაწილში. ტესტები შედგენილია ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის საფუძველზე და მოიცავს შემდეგ ძირითად თემატიკას:

 

საკონსტიტუციო სამართალი;

 

სამოქალაქო სამართალი;

 

სამოქალაქო სამართლის პროცესი;

 

ადმინისტრაციული სამართალი;

 

სამეწარმეო სამართალი;

 

ნოტარიატის შესახებ კანონი.

 

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა, გამოცდის ჩატარების წესები განსაზღვრულია „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ?68 ბრძანებით.

 

აღნიშნული ბრძანება შეგიძლიათ, მოიძიოთ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე        (www.notary.ge), „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge).

 

სად შევიტანოთ საბუთები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად?

 

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდას ატარებს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

 

საბუთები უნდა გააგზავნოთ 5 თებერვლამდე ელექტრონული ფორმით (დასკანერებული) შემდეგ მისამართზე: trainingcenter@justice.gov.ge

 

წარსადგენი დოკუმენტები:

 

· უმაღლესი  იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დიპლომის, ასლი;

 

· ავტობიოგრაფია (CV);

 

· პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 

· ფერადი ფოტოსურათი (3X4);

 

· გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (საფასურის ოდენობა  150 ლარი).

 

 

თანხა უნდა გადაიხადოთ შემდეგ ანგარიშზე:

 

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“

საიდენტიფიკაციო კოდი: 204423230

სს „საქართველოს ბანკი“

ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიშის ნომერი:  GE62BG0000000522975000

 

 

ვინ თავისუფლდება საკვალიფიკაციო  გამოცდისგან?

 

უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო კერძო სამართლის ან სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალობაში, თავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისგან.

 

 

უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ან ეკავა მოსამართლის თანამდებობა, აბარებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მხოლოდ უნარ-ჩვევების ნაწილს და თავისუფლდება პროფესიული ნაწილის ჩაბარებისგან. 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია