საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„წლის აქტიური პოლიტიკოსი“ ოჯახზე, პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებზე
„წლის აქტიური პოლიტიკოსი“ ოჯახზე, პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებზე
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1310
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

რა საიდუმლოს უმხელს გოგი წულაია  გაზეთ P.S.“-ს და რა გეგმები აქვსთავისუფალ საქართველოსთვითმმართველობის არჩევნებში?

 

 

წლის აქტიურ პოლიტიკოსს, გოგი წულაიას, საახალწლო ტრადიციებზე, ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე ოჯახურ გარემოში ვესაუბრეთ. ინტერვიუს მსვლელობის დროს სალომე (გოგი წულაიას ქალიშვილი) მამას არ მოშორებია. ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა კიდეც, რომ მიუხედავად პატარ-პატარა გაბრაზებებისა, ის და სალომე „ძმაკაცები“ არიან. მკაცრი მამა არაა, თუმცა მიიჩნევს, რომ ოჯახში ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით დომინანტობა მამაკაცმა უნდა აიღოს.

 

 

2013 წელს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ,  ქუთაისელ საზოგადოებას და არა მარტო მათ ორიგინალური გამონათქვამებით განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი.  მთელი წლის მანძილზე, პარტიის წევრებთან ერთად, სხვადასხვა თემებზე სისტემატიურად მართავდა ბრიფინგებს და როგორც თავად ამბობს, მის განცხადებებს შედეგიც არაერთხელ მოჰყოლია.

 

 

გოგი წულაია:

 

- დავიბადე 1963 წლის 12 ივნისს. 1988 წელს დავამთავრე ქუთაისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე აქტიურ პოლიტიკაში ვარ. მყავს დედა ლარისა ცირეკიძე, მეუღლე ინგა ბიბიჩაძე, ორი შვილი: 14 წლის თემური და 6 წლის სალომე. კარგი შვილები მყავს.

 

 საახალწლო ტრადიცია გვაქვს ის, რომ ახალ წელს მთელი ოჯახი ერთად ვხვდებით სახლში. 12 საათის შემდეგ დავდივართ სტუმრად მეზობლებთან და ახლობლებთან. ძველით ახალ წელს კი დედაჩემის სოფელში ვხვდებით. სხვა მნიშვნელოვანი ტრადიცია არ გვაქვს.

 

რაც შეეხება ჩვეულებრივ ყოველდღიურობას, ბავშვების სკოლაში  წასვლის შემდეგ სამსახურში მივდივარ და მთლიანად პოლიტიკაში ვერთვები. პოლიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ თურმე იმდენს მუშაობენ, ოჯახისთვის დრო არ რჩებათ, არადა, საქმის ნაკეთები ამ ქვეყანას არაფერი ეტყობა. ჩემს შემთხვევაში ნამდვილად არ არის ასე და თავს არავის მივამადლი. ხშირად მაქვს დრო ოჯახისთვის. ერთი ტრადიცია გვაქვს კიდევ არასოდეს ვვახშმობთ ერთმანეთის გარეშე, მთელი ოჯახი ერთად უნდა მივუსხდეთ სუფრას. საღამოს კი  „სამეზობლოს დუქანში“ მეგობრები ვიკრიბებით.

 

- თქვენი პარტია ხშირად აშუქებს სხვადასხვა პრობლემებს და აქტიურად იბრძვით მათ მოსაგვარებლად, როგორ არჩევთ თემებს?

 

- ამდენი პრობლემებია ჩვენს ქალაქში და ვცდილობ, უყურადღებოდ არ დავტოვო. ბევრი ადამიანი თავისი ინიციატივით მოგვმართავს და თავიანთ პრობლემებზე გვაწვდის ინფორმაციას, ჩვენ კი ვცდილობთ, ეს ხელისუფლებამდე მივიტანოთ და ვაიძულოთ, დანაპირები შეასრულონ. სხვა გზა ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ. ტრაბახში თუ არ ჩამომართმევთ, ხშირად გვქონია შედეგი. სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად სასწრაფოს შენობა, რომელიც ქუთაისის ბიუჯეტიდან გარემონტდა, დაუბრუნდა ქუთაისს. ასევე, ჩვენ არაერთხელ გავაშუქეთ წყალმომარაგების პრობლემები. ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით ნარმანიას უწყება გამოდის ინიციატივით, თვითმმართველობები თვითონ იყვნენ „წყლის მმართველნი“. ადამიანის ფუნქციაა, სხვებს დაეხამაროს და ჩვენც ვცდილობთ, რამდენიმე ადამიანის ყოფა მაინც შევამსუბუქოთ.

 

- თუ დაგითვლიათ, წელიწადში რამდენ ბრიფინგს მართავთ, ასევე თქვენ გამოირჩევით ორიგინალური გამონათქვამებით, წინასწარ გეგმავთ, რა უნდა თქვათ, თუ სპონტანურად იგონებთ?

 

- ჩვენ ყოველი წლის ბოლოს გვაქვს შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მთელი წლის მუშაობის ანგარიშს ვაქვეყნებთ. ამჯერადაც წარვუდგენთ ჟურნალისტებს ანგარიშს და გვეცოდინება ბრიფინგების რაოდენობა, საშუალოდ კვირაში 3-4 ბრიფინგს ვმართავდით. რაც შეეხება ჩემს გამონათქვამებს, არასოდეს ვგეგმავ, რა ვთქვა, არ მიყვარს კამერებთან კეკლუცი. ალბათ, ეს ჩემი მინუსიცაა, მეტად უნდა მემუშავა ჩემს თავზე. სწორედ ამ გამონათქვამების გამო, არ ვუყურებ ჩემს შესახებ გასულ სიუჟეტებს. არ მომწონს, რომ რაღაცას დაუფიქრებლად ვამბობ ხოლმე, მეუღლე და მეგობრები მაძლევენ შენიშვნებს და რეკომენდაციებს.

 

- ალბათ, თქვენს ასეთ აქტიურობას, გარდა იმისა რომ კონკრეტულ ადამიანებს დაეხმაროთ, სხვა მიზანიც აქვს?

 

- რა თქმა უნდა, ვგეგმავთ, თვითმმართველობის არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და საკრებულოში უმრავლესობით მოვიდეთ. ასევე, პირველად თქვენთან ვამბობ, რომ თვალს მივადევნებ მოვლენების განვითარებას და არაა გამორიცხული მერის არჩევნებშიც მივიღებ მონაწილეობას და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ.

 

ჩვენი ძლიერი ოპონენტი მმართველი გუნდია, რადგან მათ მეტი ბერკეტი აქვთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ კრიზისი აქვს და არჩევნებამდე კიდევ უფრო დასუსტდებიან ან საერთოდ ვერ მიაღწევენ არჩევნებამდე. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, მათაც წყალი აქვთ შემდგარი და სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს მათ რიგებს.

 

ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ქუთაისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნეგატიურად აისახა ქალაქზე. არცერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ განხორციელებულა. მიზეზი ის არის, რომ ვერ მივაღწიეთ, მერიაში პროფესიონალებმა იმუშაონ და არა პარტიული ნიშნით დანიშნულებმა. მერია და პოლიტიკა უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს და მერის კაბინეტში პოლიტიკა კი არ უნდა გაირჩეოდეს, არამედ   საქმე უნდა კეთდებოდეს.

 

- თქვენ გაზეთმა  „P.S.“-მა  ყველაზე აქტიური პოლიტიკოსის ნომინაცია მოგაკუთვნათ, რას ნიშნავს ეს სტატუსი თქვენთვის და იქნება თუ არა სამომავლოდ მოტივაცია?

 

- მადლობა ამ ნომინაციისთვის, ნამდვილად არ მოველოდი. რა თქმა უნდა, კარგი მოტივაცია იქნება, მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გავაჟღერო ქალაქის და კონკრეტული ადამიანების პრობლემა. მართალია, 2013 წელი არ იყო გამორჩეული და წარმატებული, ამიტომ მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით ქუთაისს და მთლიანად საქართველოს წარმატებული ახალი წელი ვუსურვო.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია