დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ნიჭიერის“ ქუთაისელი ფინალისტები გაზეთ „P.S.“- ში
„ნიჭიერის“ ქუთაისელი ფინალისტები გაზეთ „P.S.“- ში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1903
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროექტი „ნიჭიერი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. აჟამად ქუთაისელებს რამდენიმე ფავორიტი ჰყავთ ფინალში: სუპერმსტვენელი, ანუ საოპერო არიების სტვენით შესრულების უბადლო ოსტატი ზურიუსი, ზურაბ ბალანჩივაძე და არაჩვეულებრივი ბავშვების დუეტი თამარ ლაჭყებიანი და გიორგი ბაღათურია.

 

გასულ კვირაში ნიჭიერის ქუთაისელი ფინალისტები თამარ ლაჭღებიანი და გიორგი ბაღათურია „P.S.“-ის რედაქციაში გვესტუმრნენ და  საკუთარი წარმატების შესახებ გვიამბეს.

 

გიორგიმ და თამუნამ ერთმანეთი მუსიკალურ სტუდიაში გაიცვნეს.  პროექტში მონაწილეობა პედაგოგმა ურჩიათ, რომელმაც დუეტს წარმატება მოსმენისთანავე უწინასწარმეტყველა. „ნიჭიერში“ მონაწილეობა გიორგის იდეაც იყო.

 

თამუნა ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა, გიორგი - ქუთაისის ?41 საჯარო (ფიზიკა-მათემატიკური) სკოლის მე-8 კლასში სწავლობს. კარგად სწავლობენ, თუმცა მუსიკა მათთვის მაინც პირველ ადგილზე დგას.

 

პატარა ნიჭიერებს უნდოდათ, ხალხის სიყვარული მოეპოვებინათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პროექტში მონაწილეობა. დაიმსახურეს კიდეც ეს სიყვარული. სწორედ ხალხის რჩეულები გახდნენ ნახევარფინალში და მათმა გამოგზავნილმა SMS-ებმა გადაიყვანა ისინი  ფინალში.

 

პატარა მომღერლები აქტიურად ემზადებიან ფინალისათვის, რომელიც 30 დეკემბერს გაიმართება.


პროექტის დასრულების შემდეგ, ნიჭიერის ფინალისტების სამომავლო გეგმები კვლავ მუსიკას უკავშირდება. ისინი ამ სფეროში აქტიურ  მოღვაწეობას და მუსიკალური კარიერის გაგრძელებაზე ფიქრობენ.

 

„ნიჭიერის“ ფინალისტებს, საკუთარი წარმატების დასაგვირგვინებლად ქუთაისელების მხარდაჭერის იმედი აქვთ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია