დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვისთვის - ობიექტური, ვისთვის არაობიექტური არჩევნებით გამორჩეული გასული წელი
ვისთვის - ობიექტური, ვისთვის არაობიექტური არჩევნებით გამორჩეული გასული წელი
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1658
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

ჩვენს კითხვაზე, ქუთაისში მომხდარ რა მნიშვნელოვან მოვლენას გამოჰყოფდნენ პოლიტიკოსები 2013 წელს, განსხვავებული პასუხები მივიღეთ. საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები ობიექტურად ჩატარებულ არჩევნებს გამოჰყოფდნენ,  ხოლო „ნაციონალები“ კი პირიქით - არაობიექტურ არჩევნებს. ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ ქუთაისისათვის 2013 წელი მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებით გამოირჩეოდა.

 

 

შოთა მურღულია (ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი): „2013 წელი ძალიან აქტიური წელი იყო. გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებით, მათ შორის, მერების რეკორდული მაჩვენებელით. ზოგადად, საქართველოში კი არჩევნებს გამოვყოფ. ეს ყველაზე დემოკრატიული არჩევნები იყო ბოლო წლების მანძილზე საქართველოში. ქუთაისს სტაბილურობას, სიმშვიდეს, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვუსურვებ მომავალში.“

 

 

გოგიტა გოგელაშვილი (ქუთაისის საკრებულოს საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე):       „ეს წელი განსაკუთრებული იყო ქუთაისისათვის, გამოვყოფდი ბიუჯეტში მიმდინარე ცვლილებებს. ბიუჯეტი ვერ შესრულდა, ადგილი ჰქონდა 4 მილიონიან გარღვევას.  მართალია, გადაბალანსდა ბიუჯეტი, მაგრამ გეგმა ვერ შესრულდა. ქუთაისმა ვერ ისახელა თავი ხარჯვით ნაწილშიც და 6 მილიონის შესასრულებელი სამუშაოები ვერ შეასრულა. 2013 წლის ბიუჯეტი არადამაკმაყოფილებელი იყო.“

 

 

გიორგი უკლება (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ქუთაისის საკრებულოში): „2013 წელი ძალიან რთული იყო წინა წლებთან შედარებით. ქალაქში არ გაკეთებულა არაფერი და ვფიქრობ,  2014 წელიც ვერ იქნება გამორჩეული ქუთაისისათვის. მე, პირადად, ეს წელი, ძირითადად, საკრებულოში მიმდინარე განუწყვეტლივი ცვლილებებით დამამახსოვრდა. ასევე უკმაყოფილო ვარ ახალი წლის დახვედრის სამზადისითაც.“

 

 

გია გოქაძე (ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ქუთაისის საკრებულოში):           „ამ წელს გამოვყოფდი ქუთაისის საკრებულოში მიმდინარე გადატრიალებით, რაც გამოიხატებოდა მერების ხშირი ცვლით, შტატების გაბერვით, შეუსრულებელი ბიუჯეტით და ა.შ. 2013 წელს ქალაქში კარგი არაფერი არ განხორციელებულა, პირიქით, მიმდინარე არასასიამოვნო ცვლილებებმა ძალიან ცუდი კვალი დაატყო ქალაქს.“

 

 

მამუკა მღვდელაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ქუთაისის საკრებულოში): „ბევრი რამ მოხდა 2013 წელს, ცვლილებების წელი იყო. პირველ რიგში, გამოვყოფდი საკმაოდ ძლიერი გუნდის შემოსვლას მმართველობის სისტემაში. ასევე ხშირ თანანმდებობრივ ცვლილებებს, მაგრამ, სტაბილურობა მაინც შევინარჩუნეთ ქალაქში. 2014 წელს ბევრი გამოწვევები გვაქვს და ეს  გუნდი დიდ შედეგებს დადებს სამომავლოდ“.

 

 

გოგი წულაია (პარტია „თავისუფალი საქართველო“): „ეს წელი ქუთაისისათვის  ყველაზე მძიმე იყო ეკონომიური თვალსაზრისით. გამოვარჩევ არჩევნებს, რაც წინა წლებთან შედარებით, ზეწოლის გარეშე ჩატარდა. ამათი მმართველობა „ნაციონალებისგან“ განსხვავებით, პროგრესული იყო. სამწუხაროდ, ამ წელს ქალაქში ბევრი ცუდი რამ  გაკეთდა, კარგი არაფერი არ მახსენდება. მიიღეს ბევრი თავხედური გადაწყვეტილება. ბანკებთან, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით... წელს, ქუთაისის ბიუჯეტიდან  300 ათასი ლარი მარტო  მერიის კვებისთვის არის დახარჯული. შენი სტომაქისათვის ამდენს რომ დახარჯავ, როცა ბევრი შიმშილით კვდება შენს ქალაქში, ეს ტრაგედიაა. ასე რომ, კარგი არაფერი მახსენდება.“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია