დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისელი ბავშვები საახალწლოდ საზღვარგარეთ წასული მშობლების დაბრუნებას ნატრობენ
ქუთაისელი ბავშვები საახალწლოდ საზღვარგარეთ წასული მშობლების დაბრუნებას ნატრობენ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1941
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

რა სურთ ქუთაისელ ბავშვებს საახალწლოდ? რა არის მათი ოცნება?

 

მათგან სხვადასხვა სახის სათამაშოების და ტკბილეულის ჩამონათვალს ველოდით. თუმცა, ბავშვების უმეტესობა საზღვარგარეთ წასული მშობლებისა და ბებია-ბაბუების დაბრუნებასა და ქუთაისის ქუჩების უკეთ მორთვაზე ოცნებობს.

 

თათული თუთაშვილი: „კარგი იქნება, რომ გაიმართოს კონცერტი, გამიხარდება, თუ ბერა ჩამოვა. ძალიან მიყვარს ეს მომღერალი და დედასთან ერთად სიამოვნებით დავესწრებოდი მის კონცერტს. არ მინდა, რომ მოწყენილი იყოს ქალაქი.“

 

ანრი არველაძე: „ჩემი ოცნებაა, რომ საზღვარგარეთ წასული ბებია ჩამოვიდეს და  მთელი ოჯახი ერთად შევხვდეთ ახალ წელს.“

 

ზურა აბესაძე: „მინდა, რომ ქუთაისის ქუჩები უკეთ იყოს მორთული, უფრო ბევრი ნათურები დააყენონ და გაალამაზონ. ასევე, დიდი სურვილი მაქვს, ბიძაჩემი ჩამოვიდეს რუსეთიდან.“

 

ირაკლი შალამბერიძე: „მინდა, რომ ძალიან დიდი ნაძვის ხე იდგას ქალაქში და ბევრი  ნათურებით იყოს განათებული. ასევე მინდა, რომ გაჭირვებულ ბავშვებს დავეხმაროთ და გავახალისოთ ისინი.“

 

ლერი მინდიაშვილი: ქუთაისში არ არის ისეთი განათება, როგორც სხვა ქალაქებში და მინდა, რომ ძალიან ლამაზად მორთონ საახალწლოდ.“

 

ლუკა ფანჩულიძე: „ჩემო ოცნებაა, რომ საახალწლოდ ქუთაისი კარგად იყოს განათებული, მხიარულად შევხვდეთ ახალ წელს და დავეხმაროთ გაჭირვებულ ბავშვებს, მივუტანოთ ტკბილეული და სათამაშოები.“

 

ნიკა, 11 წლის: „მინდა დედა და მამა ჩამოვიდეს საბერძნეთიდან, დედა 6 წელია არ მინახავს, მამა კი - 8 წელია.“

 

რეზიკო, 11 წლის: „დედა ახალ წელს ჩემთან მინდა რომ იყოს, საბერძნეთშია წასული და ძალიან მენატრება.“

 

ქრისტინე, 12 წლის: „ჩემი მშობლები იტალიაში არიან და მინდა, რომ ახალ წელს ჩემს გვერდით იყვნენ.“

 

გიორგი, 11 წლის: „მინდა, რომ ბებო ჩამომივიდეს საბერძნეთიდან და ერთად შევხვდეთ ახალ წელს.“

 

ზუკა, 11 წლის: „ბებო საბერძნეთშია და ძალიან მენატრება, მინდა, რომ ახალი წლის ღამეს მთელი ოჯახი ერთად ვიყოთ.“

 

ელენე, 12 წლის: „ჩემი მშობლები იტალიაში არიან და მინდა, რომ ჩამოვიდნენ, ან მე წამიყვანონ მათთან.“

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია