დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
1 იანვრიდან წამალზე კონტროლი გამკაცრდება
1 იანვრიდან წამალზე კონტროლი გამკაცრდება
ავტორი: ეთერ ბალაძე
სულ ნანახია 2889
ავტორი:
ეთერ ბალაძე
მსგავსი სიახლეები

წამალზე კონტროლის  შემოღების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, უკვე გააკეთა განცხადება.

 

ანტიბიოტიკები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები, ჰორმონალური პრეპარატები (სტეროიდული ჰორმონები) - ეს მეორე ჯგუფის მედიკამენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 2014 წლის 1 იანვრიდან ურეცეპტოდ აღარ გაიცემა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე რეცეპტის სისტემის შემოღებით სახელმწიფო მოსახლეობას სააფთიაქო ნარკომანიისგან და არარაციონალური ფარმაკოთერაპიისგან იცავს.

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის, დავით მაჭარაშვილის ინფორმაციით, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ბევრი მედიკამენტი ნარკოტიკული თრობისთვის გამოიყენება. მისივე თქმით, მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე რეცეპტის სისტემის შემოღება მოსახლეობას თვითმკურნალობით გამოწვეული უარყოფითი შედეგებისგან დაიცავს.

 

„მეორე ჯგუფის მედიკამანტები რეცეპტის გარეშე ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ იყიდება. ყველასთვის ცნობილია, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი ხშირად სხვების რეკომენდაციით იღებს ამა თუ იმ სამკურნალო საშუალებებს. ავადმყოფს უჭირს წამლის მიღებასთან დაკავშირებული რისკების გათვლა. მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების სწორად დანიშვნა. ექიმის როლის იგნორირება საშიშია,“ - ამბობს დავით მაჭარაშვილი.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე ამბოლატორიული ვიზიტების რაოდენობა არარაციონალურად დაბალია - ერთ სულ მოსახლეზე ორი ვიზიტი. 

 

დავით მაჭარაშვილის თქმით, წამლის კონტროლი სულაც არ გამოიწვევს მედიკამენტების გაძვირებას, რადგანაც გაძვირება არ შეეხება პირველადი მოხმარების მედიკამენტებს.

 

გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებამდე პაციენტი ექიმთან ფინანსური ბარიერების გამო ვერ მიდიოდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კი ექიმთან ვიზიტი უფასოა. მისივე თქმით, რეცეპტის გამოწერა ხარჯებთან დაკავშირებული არ იქნება, ქრონიკული პაციენტებისთვის კი ოჯახის ექიმს შეეძლება გრძელვადიანი სამკურნალო რეცეპტის გამოწერა.

 

 

 

***

 

მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის მომხრე ჯანდაცვის ექსპერტი საქართველოში ცოტაა. ექსპერტთა  ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სარეცეპტო სისტემისთვის მოუმზადებელია. ბუნდოვანია, როგორ აპირებს სამინისტრო ფარმაცევტული ნაკადების კონტროლს. სათანადო კონტროლის გარეშე კი რეცეპტების სისტემა, შესაძლოა, კორუფციის წყარო გახდეს. შესაძლოა, გაჩნდეს შავი ბაზარი, სადაც აკრძალული მედიკამენტები ბაზრის მიღმა, ბევრად უფრო მაღალ ფასში, გაიყიდება.

 

ჯანდაცვის მინისტრის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს  ლეიბორისტული პარტიაც.


 ლეიბორისტ გიორგი გუგავას განცხადებით, ეს გამოიწვევს წამლის გაძვირებას ორმაგად, რადგან მედიკამენტები აფთიაქში არ გაიყიდება რეცეპტის გარეშე და წამლის ღირებულებას დაემატება ექიმთან ვიზიტის თანხაც.

 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მედიკამენტების რეცეპტიზაციის სრული კონტროლი 2014 წლის 1 სექტემბერს დასრულდება.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია