დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტარების საახალწლო სუფრა
პარლამენტარების საახალწლო სუფრა
ავტორი: ეკა შალამბერიძე
სულ ნანახია 1929
ავტორი:
ეკა შალამბერიძე
მსგავსი სიახლეები

გაზეთი P.S.პოლიტიკოსებს არასამსახურეობრივ ამბებზე ესაუბრა

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზურაბ აბაშიძესთვის ახალი წელი გამორჩეული დღესასწაულია. შესაბამისად, საახალწლო სუფრაც ტრადიციული კერძებით და ატრიბუტებით ირთვება.  ამ დღეს ოჯახის ყველა წევრი ერთად იკრიბება და მეუღლის მომზადებულ კერძებს აგემოვნებენ. ამბობს, რომ თავად კულინარიის ნიჭი არ აქვს და ეს საქმე მთლიანად მეუღლეს ევალება.

 

„ახალი წელი ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, რადგანაც ყოველთვის ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველაფერი ძველი წარსულს ბარდება. რაც შეეხება სუფრას, სხვა დანარჩენთან ერთად, საცივი და გოზინაყი აუცილებლად იქნება.მართალია, მე მარხვაზე ვიმყოფები. მაგრამ, სამაგიეროდ, კერძებს ჩემი 4 შვილი დააგემოვნებს“.

 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრს, კობა სუბელიანს ჯერ არ გადაუწყვეტია, სად შეხვდება ახალ წელს, თბილისში თუ სვანეთში, მაგრამ აუცილებლად ოჯახურ გარემოში.

 

ვფიქრობ, რომ ახალ წელს სვანეთში შევხვდები. თუმცა, თუ ეს არ მოხერხდა, დედაქალაშიც კი ჩემს საახალწლო სუფრას, საცივთან ერთად,  სვანური კუბდარი დაამშვენებს, - ამბობს სუბელიანი.

 

 

ზუსტად იცის, რომ 2014 წელს ოჯახთან ერთად შეხვდება საპარლამენტო უმცირესობის მე-2 წევრი გია თევდორაძე.  ამბობს, რომ ამ მხრივ, ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, ეს წელი უპრეცენდენტო იქნება მისთვის. რადგან აქამდე, სტატუსიდან გამომდინარე, ახალ წელს ღია ცისქვეშ, თანაქალაქელებთან ერთად ხვდებოდა.

 

ამ წელს განსაკუთრებულად ველოდები, რადგანაც ბოლო რამდენიმე წლისგან განსხვავებით, პირველად მაქვს შესაძლებლობა, 12 საათზე ახალი წლის შემობრძანება ჩემს ოჯახთან ერთად ავითვალო. გვაქვს სუფრის გაწყობის ოჯახური ტრადიცია. მეკვლეც, ტრადიციულად, ჩემი შვილი, კონსტანტინეა.

 

 

ახალ წელს საკუთარ სახლში არ შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინათინ ხიდაშელი. როგორც თავად ამბობს, ოჯახური ტრადიცია, ახალი წლის ოჯახთან აღნიშვნისა, უკვე მე-2 წელია ირღვევა. ისევე, როგორც გასულ წელს, ახლაც გეგმავს, რომ ძველი წელი საკუთარ ამომრჩეველთან ერთად, ღია ცის ქვეშ, საგარეჯოდან გააცილოს. არ მალავს, რომ ტრადიციული კერძები არ გამოსდის და ამ საქმეს დედას ანდობს.

 

39 წლის მანძილზე მხოლოდ ბოლო 2 წელია, ვარღვევ ტრადიციას, რომ ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდე. 2014 წლის მობრძანებას ჩემს ამომრჩეველთან ერთად, საგარეჯოში ვიზეიმებ. რაც შეეხება კერძებს, იმიტომ, რომ ტრადიციული კერძები რა გამომდის, ვაპირებ, ჩემს შვილებს სიურპრიზი მოვუმზადო და მექსიკური ან იტალიური სამზარეულოდან მათთვის საყვარელი კერძები მოვუმზადო.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია