დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საახალწლო სუფრის ტრადიციები და ცრურწმენები
სულ ნანახია 2764
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საახალწლო სუფრის ტრადიციები და ცრურწმენები

 

 

თითოეული კერძი საახალწლო და საშობაო სუფრაზე სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ერებში არის თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი.

 

 

ასე მაგალითად, საფრანგეთში დღესასწაული წარმოუდგენელია, თუ საახალწლო სუფრაზე არ არის ტრადიციული შემწვარი ინდაური.


ხოლო ავსტრიის, უნგრეთის და სერბეთის საახალწლო სუფრებზე ვერასდროს ნახავთ ფრინველს - ბატებს, იხვებს, ქათმებს, ინდაურებს. საქმე ისაა, რომ ამ ქვეყნებში თვლიან, რომ საახალწლო ღამეს არ შეიძლება ფრინველის მირთმევა, ვინაიდან შეიძლება ბედნიერება გაფრინდეს.

 

რუმინეთში, ავსტრალიასა და ბულგარეთში აცხობენ საახალწლო ღვეზელებს, ოღონდ არა უბრალოს, არამედ სიურპრიზებით: ვისაც შეხვდება შიგთავსში გამომცხვარი მონეტა, თხილი ან წიწაკის ნაწილი ითვლება, რომ იმას დამდეგ წელს იღბალი გაუღიმებს. პოლონეთში საახალწლო სუფრაზე თქვენ დაითვლით ზუსტად თორმეტ კერძს და არც ერთ ხორციანს! სოკოს წვნიანი ან ბორში, ქერის ფაფა შავი ქლიავის ჩირით, „კლეცკი“ კარაქით, დესერტად კი შოკოლადის ტორტს შემოგთავაზებენ. ამ ქვეყანაში აუცილებელი კერძი - თევზეულია, საერთოდ თევზი ბევრ ქვეყანაში ითვლება ოჯახური ბედნიერების და კეთილდღეობის სიმბოლოდ.


კერძების მსგავსი სახეობები წარმოდგენილია ჩეხეთისა და სლოვაკეთის საახალწლო სუფრებზე. თუმცა ეს ერები ამჯობინებენ ქერის ბურღულის ფაფას და აუცილებელია შტრუდელი - ფენოვანი რულეტი ვაშლით, ნებისმიერი კარგი დიასახლისის სიამაყე.

 

ბევრ ქვეყანაში - ესპანეთში, პორტუგალიაში, კუბაზე სიუხვის, ბარაქის და ბედნიერი ოჯახური კერის სიმბოლოდ ოდითგან ყურძნის მტევანია მიჩნეული. ამიტომ ამ ქვეყნების მცხოვრებლები საახალწლო ღამეს ზუსტად ღამის 12 საათზე მიირთმევენ ყურძნის თორმეტ მარცვალს და თითოეულ მარცვალზე უთქვამენ ერთ სურვილს - 12 სანუკვარი სურვილი წლის თითოეულ თვეზე.

 

იტალიაში ასევე მიღებულია საახალწლო სუფრაზე ყურძნის მირთმევა, ასევე იტალიელები მიირთმევენ თხილეულს და ოსპს, როგორც დღეგრძელობის, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის სიმბოლოს.
ინგლისში კი ტრადიციულ საშობაო საკვებად მიჩნეულია პუდინგი და ფარშირებული ინდაური ბოსტნეულის გარნირით. ამ პუდინგს ინგლისელები ამზადებენ პურის ნამცეცებისგან, ფქვივილით, ქონით, ქიშმიშით, კვერცხით და სხვადასხვა სუნელებით. სუფრაზე მორთმევის წინ კი პუდინგს უმატებენ ცოტაოდენ რომს, ცეცხლს უკიდებენ და აგიზგიზებულს დგამენ მაგიდაზე.


ამერიკაში ტრადიციულ კერძად მიიჩნევა ფარშირებული ინდაური, შიგთავსი კი შედგება ძირითადად პურისგან, ყველისგან, შავი ქლიავის ჩირისგან, ასევე უმატებენ ნიორს, ლობიოს, სოკოს, ვაშლს და კომბოსტოსაც კი, ერთი სიტყვით ამერიკელები ინდაურის ფარშისთვის იყენებენ ყველაფერს, რაც კი მაცივარში შემორჩათ.


ჰოლანდიაში ერთ-ერთ მთავარ ნაციონალურ საახალწლო კერძს წარმოადგენს მარილიანი ცერცვის მარცვლები. ეს საკმაოდ მძიმე საკვებია კუჭისთვის, მისი შემსუბუქება კი შეიძლება არყის ან წითელი ღვინის დახმარებით.

 

გერმანიაში ახალ წელს აუცილებლად მოგართმევენ ვაშლებით, თხილეულით, ქიშმიშით ან ღვეზელით სავსე ხასხასა ფერებით მოხატულ ლანგარს. ვაშლი ამ ქვეყანაში სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ნაყოფის სიმბოლოა, თხილეული მათი მკვრივი და უხეში ქერქით და გემრიელი გულით წარმოადგენს საიდუმლოებებს და ცხოვრებისეულ სირთულეებს. გერმანიაში ამბობენ: „ღმერთმა მოგცა კაკალი, ადამიანმა კი უნდა გატეხოს იგი.“

 

კამბოჯაში საახალწლო სუფრას დგამენ ფანჯარასთან და ავსებენ მას ოჯახში ყველაზე საყვარელი ტკბილეულით.

 

ტიბეტის მცხოვრებლებს კი აქვთ საინტერესო საახალწლო ჩვეულება. დიასახლისები აცხობენ უამრავ ღვეზელს სხვადსხვა მრავალფეროვანი შიგთავსით და ჩუქნიან მათ ყველას, როგორც ნაცნობებს ასევე სრულიად უცნობ ადამიანებს, ტიბეტში მიიჩნევა, რომ რაც უფრო მეტ ღვეზელს დაარიგებ, მით უფრო მდიდარი იქნები!

 

 

თითოეულ ერს გააჩნია თავისი საახალწლო სუფრის ტრადიციები - ქართული საცივი, გოჭი, გოზინაყი, მოლდოვური ნამცხვარი პლაცინტა, უკრაინული გოჭი, რუსული ბატი ვაშლით, სომხური ტოლმა და ასე შემდეგ... ყველა კერძი მისაღებია, მთავარია, გემრიელი გამოვიდეს... 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია