დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გამყიდველები ქუთაისის ბაზარში კლიენტების ნაკლებობას უჩივიან, მყიდველები „ცეცხლმოკიდებულ“ ბაზარს
გამყიდველები ქუთაისის ბაზარში კლიენტების ნაკლებობას უჩივიან, მყიდველები „ცეცხლმოკიდებულ“ ბაზარს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2398
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

წინასაახალწლოდ, ქუთაისის ბაზრებში ის პროდუქტები ძვირდება, რომლებზეც მომხმარებლების მოთხოვნა გაზრდილია.

 

ძირითადი მოთხოვნა, ჩვეულებისამებრ ქათამზე, გოჭზე, ყველზე, კაკალზე, ხილზე და სხვა ისეთ პროდუქტზეა, რაც საახალწლო სუფრის წამყვან აუცილებელ ატრიბუტად ითვლება. ქუთაისის „მწვანე ბაზარში“ თითქმის ყველა პროდუქტის გამყიდველი უკმაყოფილოა,  გამყიდველები უჩივიან დაბალი ფასებს  და მომხმარებლის პასიურობას.

 

მყიდველები კი მიიჩნევენ, რომ საახალწლოდ, როგორც ყოველთვის, „ბაზარს ცეცხლი უკიდია“.

 

მადონა (ქათმის გამყიდველი):

 

„წელს, შარშანდელთან შედარებით საერთოდ არ მოდის ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე კატასტროფული ფასებია. საშუალო ზომის ქათამი, დაახლოებით 2 კგ. 10 ლარი ღირს. ეს არ არის ძვირი, თუმცა, ხალხი მაინც პასიურობს. ეგეც რომ არა, ძალიან დიდი რაოდენობით არის შემოსული ბაზარზე პროდუქტები და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ბაზრობაა გამართული“.

 

მოვაჭრეების განცხადებით, კლიენტების სიმცირის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გარევაჭრობაა:


„გარეთ დგანან და ხელზე ყიდიან პროდუქტებს და რატომ შემოვა ადამიანი შიგნით ბაზარში, როცა გზად მიდის და იქვე გვერდით ჩაუვლის სასურველ პროდუქტს?  ფასი კი ერთი და იგივე ადევს, მაგრამ სამაგიეროდ, ის, მყიდველთან უფრო ახლოს არის და შესაბამისად აღარ მოუწევს სიარული. იმაზე არავინ ფიქრობს, ეს ქათმები და სხვა სურსათი გარეთ არაჰიგიენურ პირობებში რომ ყრია და მტვერსა და ბუღშია გახვეული“.

 

ქათმის გარდა, რეალიზატორების თქმით, საახალწლოდ ყველაზე იაფი ნიგოზია. ქართული ნიგოზის ფასი 15 ლარია. კლიენტების ნაკლებობას ამ შემთხვევაშიც განიცდიან. მიზეზად კი, ქუთაისში ბევრი ბაზრის არსებობას და ხელზე ვაჭრობას ასახელებენ.

 

დავით ჩუბინიძე (კაკლის გამყიდველი): „23 წელია, რაც ნიგოზს ვყიდი და წელს რომ საახალწლოდ პასიურობაა, მსგავსი არც ერთ წელს არ ყოფილა. სულ 18 ბაზარია ქუთაისში და, შესაბამისად, ნაკლებად მოდის ხალხი შორ მანძილზე. ნიგოზი წელს,  სხვა პროდუქტებთან შედარებით, ძალიან იაფია და მაინც არ არიან კლიენტები.“

 

მოვაჭრის თქმით, ნიგვზის ფასის ზრდას უახლოეს მომავალშიც არ უნდა ელოდნენ ქუთაისელები.


საახალწლოდ ფასები გაიზარდა ყველზე. მისი ფასი საშუალოდ 10 ლარია. დაახლოებით სამი ლარით მეტი, ვიდრე ახალ წლამდე იყო.

 

 „ბოლო სამი დღეა,  რაც ფასმა იმატა, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნა იზრდება,  ყველის რაოდენობა შემცირდა. ახალი წლისათვის ყველის გაიაფებას ველოდებით. მართალია,  გარკვეულწილად მარხვამაც შეაფერხა მისი რეალიზაცია“.

 

მოვაჭრეები საშობაოდ ელიან როგორც ფასის, ასევე მომხმარებლის მატებას. რაც შეეხება სულგუნს, მისი ფასი 17 ლარია და კიდევ ელიან მატებას.

 

ერთი კილოგრამი ღორის ხორცის ფასი 8 ლარია. მოვაჭრეების თქმით, კიდევ გაიზრდება მისი ღირებულება. ახალი წლის დღეებში, ფასის მატებას ელიან საქონლის ხორცზეც.


წინასაახალწლოდ სტაბილური ფასი შეინარჩუნა მწვანილმა: ერთი კონა ქინძი - 50 თეთრი.


შედარებით იაფია ხილი. საშუალო ხარისხის ვაშლის შეძენა ქუთაისელებს ერთ ლარად შეუძლიათ. მანდარინის მინიმალური ფასი 50-80 თეთრია.

 

ქუთაისის ბაზრობებზე, მიუხედავად მოვაჭრეების უკმაყოფილებისა, საახალწლო ფუსფუსი მაინც შეიმჩნევა.

 

დავადგინეთ, რომ საახალწლოდ, ქუთაისის ბაზრებში შემდეგი ფასებია:

 

სოფლის ქათამი - 8-10 ლარი,

 

ღორის ხორცი - 1 კგ. 8 ლარი,

 

ყველი - 8-10 ლარი,

 

სულგუნი - 17 ლარი,

 

ნიგოზი - 12-15 ლარი,

 

მწვანილი - კონა 40-50 თეთრი,

 

ვაშლი - 1,00-2,00 თეთრი,

 

მანდარინი - 0,50-1,00 ლარი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია