დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ერთი სკოლის ბევრი წარმატება
ერთი სკოლის ბევრი წარმატება
ავტორი: psnews.ge
სულ ნანახია 2111
ავტორი:
psnews.ge
მსგავსი სიახლეები

აიპი ქუთაისის №8 საჯარო სკოლას წარმატებული მოსწავლეები არასოდეს აკლდა. წელს სკოლა განსაკუთრებით ასახელეს მაგდა რობაქიძემ, მარიამ ნებიერიძემ, ნინო გაბელაშვილმა, ლია ჩხეტიანმა.

 

1-5 დეკემბერს მოსკოვში გამართულ მიხეილ ვორონინის სახელობის ტურნირზე სპორტულ ტანვარჯიშში მონაწილეობა მიიღო მე-8 კლასის მოსწავლემ მაგდა რობაქიძემ  და გაიმარჯვა „სამ იარაღზე“ ასპარეზობაში. იგი არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გუნდის წევრი, საქართველოს მრავალგზის პრიზიორი და ჩემპიონი. მისი მწვრთნელია გურამ ჯინჭარაძე (სპორტის დამსახურებული მწვრთნელი ტანვარჯიშში).  ტანვარჯიშის ფედერაციისაგან  მაგდა რობაქიძე, როგორც წარმატებული ტანმოვარჯიშე, ღებულობს სტიპენდიას 50 ლარის ოდენობით.

 

მე-10 კლასის მოსწავლემ მარიამ ნებიერიძემ მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ჯგუფ BG Generation-ის მიერ ჩატარებულ მათემატიკის ოლიმპიადაში. ქვეყნის მასშტაბით დაიკავა მე-3 ადგილი. დაჯილდოვდა მობილური ტელეფონით.

 

მე-10 კლასის მოსწავლემ ნინო გაბელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ისტორიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში. ქვეყნის მასშტაბით დაიკავა მე-3 ადგილი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა ფულადი პრემიით 500 ლარით, ხოლო ქალაქის თვითმმართველობამ ნინოსა და მის ისტორიის მასწავლებელს დავით სულამანიძეს სიგელები და 250 250 ლარი გადასცა.

 

მე-10 კლასის მოსწავლემ ლია ჩხეტიანმა მონაწილეობა მიიღო ისტორიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში. წარმატებისათვის დაჯილდოვდა სიგელით და წყნეთში არსებული Buckwood Summer School-ის საგზურით.

 

 

 

მაგდა რობაქიძე

 

მარიამ ნებიერიძე

 

ნინო გაბელაშვილი

 

ლია ჩხეტიანი

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია