დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ალდაგი ბისიაი“ სახელმწიფოსა და ბენეფიციარებს შორის საბოტაჟის მოწყობას ცდილობს?
„ალდაგი ბისიაი“ სახელმწიფოსა და ბენეფიციარებს შორის საბოტაჟის მოწყობას ცდილობს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 4257
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

არ ანდო შენი ჯანმრთელობა ალდაგს!“,  „ალდაგი   სიცრუის მანქანა! ლოზუნგები  ექიმების აქციიდან!

 

 

სადაზღვევო ბაზარზე მყოფ სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ დავალიანება არაერთხელ გამხდარა  სამედიცინო დაწესებულებების უკმაყოფილების მიზეზი. აღნიშნულ სადაზღვევო კომპანიას ამჯერად ქუთაისში მოქმედი შპს „დასავლეთის ინფექციურ დაავადებათა ცენტრი - მედიქალ სითის“ ადმინისტრაცია უპირისპირდება.

 

არსებული დავალიანების გამო უკმაყოფილო სამედიცინო პერსონალმა 10 დეკემბერს გამაფრთხილებელი აქცია გამართა და კუთვნილი ხელფასების დარიგება მოითხოვა. „მედიქალ სითის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით,  „ალდაგს“  ამ დროისთვის კლინიკის         118 000 ლარიანი დავალიანება აქვს.

 

გამაფრთხილებელი აქციის შემდგომ,  „მედიქალ სითის“  ბრალდებებს  „ალდაგი ბისიაის“ ხელმძღვანელობა გამოეხმაურა.  მათი  განცხადებით,    „მედიქალ სითისთან“ არსებული დავალიანება იმის მიზეზია, რომ კლინიკის ადმინისტრაცია მათ სარევიზიო სამსახურს დაწესებულებაში სამუშაოდ არ უშვებს, რის გამოც შეუმოწმებელია „მედიქალ სითის“ მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოები.

 

„ალდაგი ბისიაის“ ოფიციალური წარმომადგენლის  ამ განცხადებას     „მედიქალ სითის“ ადმინისტრაციის და მედპერსონალის უკმაყოფილება მოჰყვა, რის გამოც, მათ 11 დეკემბერს სადაზღვევო კომპანიის  ქუთაისის ოფისთან   კვლავ    აქცია     გამართეს და     „ალდაგი“   სიცრუეში   დაადანაშაულეს.

 

„არ ანდო შენი ჯანმრთელობა ალდაგს!“, „ალდაგი სიცრუის მანქანა!“ - ამ ლოზუნგებით აქციის მონაწილეებმა გააფრთხილეს საზოგადოება.  კლინიკის დირექტორის მოადგილე, გია გრძელიძე კი აცხადებს, რომ  პრიორიტეტულად მიჩნეული „ალდაგი ბისიაი“ სახელმწიფოსა და ბენეფიციარებს შორის საბოტაჟის მოწყობას ცდილობს, რაც გულისხმობს იმას, რომ „ალდაგში“ დაზღვეული ბენეფიციარები არასრული მომსახურეობის გამო, უკმაყოფილებას სახელმწიფოს მისამართით გამოთქვამენ.

 

 

რამდენი თვის დავალიანება აქვს სადაზღვევო კომპანიას დასაფარი და რა ქმედითი ღონისძიებების გატარებას აპირებს „მედიქალ სითის“ ადმინისტრაცია, იურიდიულად აღიარებული დავალიანების მისაღებად, აღნიშნულის შესახებ „მედიქალ სითის“ დირექტორის მოადგილე გია გრძელიძე გაზეთ „P.S.“-სთან საუბრობს.

 

- სადაზღვევო ბაზარზე მყოფი კომპანია „ალდაგი ბისიაი“, რომელიც არაკონკურენტუნარიან გარემოში  პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ყოველნაირად ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლებას, მის  მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში. სამედიცინო ჯანდაცვის სფეროში არსებული პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარების უკმაყოფილების მიზეზების მთავარი ინიციატორი სწორედ ეს სადაზღვევო კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ „ალდაგი“ ხელოვნურად ქმნის პრობლემებს სახელმწიფოსა და  მოქალაქეებს შორის.

 

ამ დროის მონაცემებით, „ალდაგი ბისიაის“ ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით აქვს „მედიქალ სითის“ დავალიანება, რაც, საერთო ჯამში, 113000-დან 118000 ლარამდეა. რაც შეეხება ნოემბერს, ამ თვის შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება ჯერ არ დასრულებულა. სამწუხაროდ, მათი ეს ქმედება პირდაპირ დამოკიდებულებაშია მედპერსონალის გაუცემელ ხელფასებთან. ჩამოურიცხავი თანხების გამო, ბიუჯეტი რჩება საშემოსავლო გადასახადის გარეშე, ხელფასების გაუცემლობასთან ერთად, ვერ ხერხდება მედიკამენტების, საჭირო ინვენტარისა და კომუნალური გადასახადების შეძენა-დაფარვა.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის იურიდიულად აღიარებული დავალიანება, რომელსაც თავად აწერენ ხელს. შემიძლია, გითხრათ, რომ სადაზღვევო კომპანია დღეის მდგომარეობით გამოსულია საქართველოს საკანონმდებლო არეალის სივრციდან. მას დარღვეული აქვს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა, ასევე მთავრობის მიერ დადგენილი წესდება. სამართალდამცავი სტრუქტურები და მაკონტროლებელი ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ: რა თანხა აქვთ მიღებული ბიუჯეტიდან, მიღებული თანხიდან რა დაიხარჯა  მიზნობრივად ბენეფიციარებზე, რა გადარიცხეს კლინიკაში და რა დარჩათ თავად? მათმა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ მედპერსონალი გადაიყვანა თმენის რეჟიმზე, მით უმეტეს წინასაახალწლო პერიოდში, თუმცა თმენასაც აქვს თავისი საზღვარი.

 

მოვუწოდებთ კომპანიას, შევიდეს საქართველოში მოქმედ საკონონმდებლო სივრცეში და სასწრაფო წესით დაფაროს „მედიქალ სითის“ დავალიანება.

 

- თუკი არ მოხდება დავალიანების დაფარვა რა ქმედით ღონისძიებებს გაახორციელებთ?

 

- დავალიანების არ დაფარვის შემთხვევაში „ალდაგის“ წინააღმდეგ კანონის ფარგლებში ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი აქცია იყო გამაფრთხილებელი, რომელიც გაგრძელდება და შედეგებზე პირადი პასუხისმგებლობა „ალდაგს“ დაეკისრება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ, რომელმაც გააბრაზა მედპერსონალი და დააზარალა ბენეფიციარები, სურვილიც არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის.  მოვუწოდებ „ალდაგის“ ხელმძღვანელობას, რომ კეთილი ინებოს და სახელმწიფო ბიუჯეტით შემოსული თანხებით საკუთარ კომფორტის მოწყობას თავი დაანებოს.

 

- როგორც თქვენ აღნიშნავთ, თუკი სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“ აღიარებს ამ დავალინებას, რატომ არ ახდენს თანხის დაფარვას?

 

- საინტერესო კითხვაა  და კარგი იქნება, ამ კითხვაზე პასუხი თავად       „ალდაგს“ მოსთხოვოთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ „ალდაგი ბისიაი“ შეგნებულად ცდილობს, არსებული დავალიანების დაფარვა დროში გაწელოს, რაც გამოიხატება საქალაქო სასამართლოს განაჩენის სააპელაციოსა თუ უზენაეს სასამართლოებში გასაჩივრებით, რაც, საერთო ჯამში, წელიწადზე მეტ დროს მოიცავს. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს საავადმყოფოსთვის ერთი წლის განმავლობაში გაუცემელი ხელფასები. სამწუხაროდ, კომპანიას აქვს ბერკეტები თანხები უაზროდ დაგვიკორექტუროს, ცამდე მართალი იყო, ედავო და მოიგო, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ხელფასი გქონდეს გაუცემელი. ამიტომ სახელმწიფოს სათანადო აქტებსა და დადგენილებებში უნდა შევიდეს ცვლილებები. დაიწეროს კონკრეტული ვადები, რის ფარგლებშიც დავალიანების დაფარვის ვალდებულება დაეკისრება სადაზღვევო კომპანიას. არაა გამორიცხული, ერთი წლის შემდეგ კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს და ის ასიათასობით ლარიანი დავალიანება, რაც „ალდაგი ბისიაის“ თითოეული საავადმყოფოს მიმართ გააჩნია, ჟარგონულად რომ  ვთქვათ, „დაგვაწეროს“.

 

- თქვენ აღნიშნავდით სადაზღვევო ბაზარზე „ალდაგისადმი“  სახელმწიფოს პრივილეგიურ დამოკიდებულებაზე და განაცხადეთ, რომ კომპანია ხელოვნურად ცდილობს იმ კლინიკების გაკოტრებას, რომლებიც მის დაქვემდებარებაში არ არიან. ეს დასკვნა რის მიხედვით გამოგაქვთ?

 

- რა თქმა უნდა, ეს არის მათი უმთავრესი მიზანი. აღსანიშნავია, რომ ასეთი ქმედებით „ალდაგი ბისიაი“  მიზანმიმართულად აკოტრებს მისი გამგებლობის ქვეშ არმყოფ საავადმყოფოებს. ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა იმ პროტექციონულისტულმა პოლიტიკამ, რომელსაც კომპანია ახორციელებს მის დაქვემდებარებაში მყოფ კლინიკებზე. ფულის მიმღებიც და გამცემიც თავად არის.  უხეშად რომ ვთქვათ, ფულს ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში ათამაშებენ. ამ ეტაპზე არაფერს ვამბობ დაკორექტირებული თანხების მართებულობასა და კანონიერებაზე, ასევე იმ აფსურდის თეატრზე,  რასაც კომპანია ახორციელებს. ამიტომ აღვნიშნე, რომ კარგი იქნება, თუკი მისი ქმედებით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან.

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მედიაციის სამსახურის სახით პროფესიონალი გუნდი ჰყავს, რომელმაც ჩვენი ყველა საკითხი  მიუკერძოებლად  გადაწყვიტა, რაც ადრე შიშის ფაქტორის გამო არ ხდებოდა. აქვე დავამატებ, რომ „ალდაგის“ აღნიშნული პრობლემები ახლა არ შექმნია, ის ყოველთვის ცუდი გადამხდელი იყო. კრგი იქნება, თუკი სახელმწიფო ერთიან სადაზღვევო სისტემაზე გადავა, რაზედაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია