დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იმერეთის გუბერნატორად ზაზა მეფარიშვილი დაინიშნა
იმერეთის გუბერნატორად ზაზა მეფარიშვილი დაინიშნა
ავტორი: „პოსტსრიპტუმი“
სულ ნანახია 5611
ავტორი:
„პოსტსრიპტუმი“
მსგავსი სიახლეები

იმერეთის გუბერნატორად ზაზა მეფარიშვილი დაინიშნა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 დეკემბერს ახალი გუბერნატორები წარადგინა. კახეთის გუბერნატორი იქნება ირაკლი შიოლაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი; ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი; სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია; მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი; სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე; გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე, ხოლო იმერეთის გუბერნატორად ზაზა მეფარიშვილი დაინიშნება, რომელიც შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ზაზა მეფარიშვილი დაბადებულია 1966 წელს. ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ვაჟი.
იგი ინჟინერ-ტექნოლოგია, აქვს ბუღალტერ-ფინანსისტის კვალიფიკაცია, აქვს საფინანსო საქმიანობის გამოცდილება, ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.

 

გუბერნეტორებმა პოსტები ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დატოვეს. იმერეთში ბოლოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ვახტანგ ბალავაძე იყო.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია