დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„გვპირდებოდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა დაპირება დაივიწყეს“
„გვპირდებოდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა დაპირება დაივიწყეს“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2198
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

ქუთაისში პარლამენტთან იპოთეკით დაზარალებულთა აქცია თითქმის ყოველ კვირაში იმართება. 10 დეკემბერს აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, რასაც დაცვასა და დაზარალებულებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები დავით უსუფაშვილსა და ეკა ბესელიასთან შეხვედრას მოითხოვდნენ. სამწუხაროდ, პარლამენტიდან მათ მოთხოვნას დეპუტატები არ გამოეხმაურებიან.

 

„ყველაფერი წაგვართვეს, სახლკარი წაგვართვეს, არაფერი დაგვიტოვეს, ესენი კი ჩვენ მიერ გადახდილი ფულებით თვითონ ხელფასებს იღებენ და კეთილდღეობას იწყობენ. ხელისუფლებაში რომ მოდიოდნენ და ხალხს ხმას თხოვდნენ, კარგად იცოდნენ, რა დღეში იყვნენ ადამიანები. მაშინ გვპირდებოდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა დაპირება დაივიწყეს, დასაკარგი არაფერი გვაქვს, ჩვენ ამ ამბავს შევეწირებით, თუკი ყურადღებას არ მოგვაქცევენ, გადავკეტავთ კარებს და პარლამენტში არავის შევუშვებთ,“ განაცხადა აქციის მონაწილემ ირმა კერვალიძემ.

 

პარლამენტის წინ შეკრებილებს მხოლოდ „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ალეკო შავგულიძე და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები შეხვდნენ, რომლებიც იმ დროს ქუთაისში, პარლამენტში, თვითმმართველობის კანონპროექტში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვებისათვის იყვნენ ჩამოსული.

 

13 დეკემბერს კი იპოთეკით დაზარალებულებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები შეხვდნენ, რომლებიც სპეციალური კანონპროექტის შემუშავებას და პარლამენტისთვის წარდგენას აპირებენ.

 

„აქამდე გვატყუებდნენ, რომ გამოიძიებენ ყველას საქმეს, მიიღებდნენ კანონს, გაგვიკეთებდნენ შეღავათს და ასე შემდეგ, თუმცა, როგორც გაირკვა, ბიუჯეტში არანაირად არ გაგვითვალისწინებენ. ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ და ხელისუფლება ვალდებულია, მოგვხედოს და გამოგვიყვანოს გასაჭირიდან. გადახედონ  ყველას საქმეს და ამ ყაჩაღ ბანკირებს პასუხი აგებინონ თავიანთ დანაშაულზე, გაარკვიონ, ვინ აფარებს მათ ხელს. დაბალპროცენტიან და გრძელვადიან სესხებს ვითხოვთ და არა ჩუქებას,“ განაცხადა შეხვედრის შემდეგ დაზარალებულმა მარინა სუპატაშვილმა გაზეთ „P.S.“-სთან საუბრისას.

 

„არც პირველ ოქტომბრამდე და არც შემდეგ, ვერ მოხდა ამ პრობლემის გადაწყვეტა. პირიქით, „ოცნების“ ლიდერებმა ვეტო დაადეს გედევან ფოფხაძის კანონს, რაც ვალების რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებდა. მთავრობას არ აქვს თანხებიო, გაიძახიან. ამ დროს კი  მარგველაშვილს გაეზარდა ხელფასი, ასევე ყველა პოლიციელს, პროკურორს და ასე შემდეგ. ამისათვის აიღეს შიდა ვალი 600 მილიონი და ამ ხალხის დასახმარებლად კი თანხები ვერ მოიძებნა,“ განაცხადა კახა კუკავამ.

 

კახა კუკავას განცხადებით, ისინი არ აპირებენ უკან დახევას. დაგეგმილი აქვთ, შეაგროვონ  30000 ამომრჩევლის ხელმოწერა იმისათვის, რომ ინიცირებული იქნეს კანონპროექტი, რასაც იანვრის სესიაზე წარადგენენ  საქართველოს პარლამენტში.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია