დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისში მიუსაფართათვის დროებითი თავშესაფრები მოეწყობა
ქუთაისში მიუსაფართათვის დროებითი თავშესაფრები მოეწყობა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 3443
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში მცხოვრებ მიუსაფართათვის თავშესაფრები მოეწყობა. აღნიშნულ თავშესაფრებში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ზამთრის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა. მათთვის დაიდგმება საწოლები და უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებითაც.

 

უსახლკაროთათვის კარვის ტიპის თავშესაფრები მოეწყობა ქუთაისშიც. მერიის საბინაო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის კახა დალაქიშვილის განცხადებით, თავშესაფრებს ცენტრალური ხელისუფლება მოაწყობს, ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ ადგილის შერჩევასა და უსახლკაროთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.

„ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად უკვე მიმდინარეობს მუშა პროცესი, სად შეიძლება სამხედრო ტიპის კარვების გაშლა. ჩვენი სოციალური სამსახურიდან მივაწოდებთ მიუსაფართა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას. ქუთაისში უშუალოდ ქუჩაში მცხოვრებთა კონტინგენტი დიდი არ არის, სადღაც 20 კაცამდე. რამდენადაც ამ დროისთვის არის ცნობილი, ეს ადამიანები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებითაც. რამდენიმე დღეში გვექნება ზუსტი ინფორმაცია ამ ადამიანებისა და გასაშლელი კარვების რაოდენობის შესახებ,“ - აღნიშნა კახა დალაქიშვილმა.

 

psnews.ge

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია