დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რას ფიქრობენ ქუთაისელები პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე
რას ფიქრობენ ქუთაისელები პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2108
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

საქართველოს პარლამენტში 11 დეკემბერს ინცინდენტი მოხდა. დეპუტატებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ   დაიწყო, რაც პარლამენტარმა სოსო ჯაჭვლიანმა უმცირესობის წევრ გიორგი ბარამიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა:


„ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“ - უთხრა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს. პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით მას მიკროფონი გამოურთეს. დარბაზში კი დეპუტატებს შორის ფიზიკური   დაპირისპირება  დაიწყო.

 

რას ფიქრობენ ქუთაისელები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ინციდენტზე? მათი უმრავლესობა თვლის, რომ პარლამენტი საბავშვო ბაღს დაემსგავსა. ბევრს შევარდნაძის დროც ახსენდება...

 

 

ემზარ გოგლიჩიძე: „ასეთი ამბავი შევარნაძის დროს ხდებოდა. ისე იქცევიან, თითქოს საბავშვო ბაღის ბავშვები არიან. სამარცხვინოა ეს ყველაფერი! მე, პირადად, უსუფაშვილის ადგილზე, ერთი თვით დისკვალიფიკაციას მივცემდი ორივეს და შემდეგშიც გაითვალისწინებდა ყველა.“

 

ლია გაბესკელიანი: „დაუშვებელია მსგავსი ინცინდენტები საკანონმდებლო ორგანოში, ხალხს „საკონცერტო ნომრებს“ რომ ანახებენ, სჯობს, საქმე გააკეთონ. ესეთი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს და თუ მაინც მოხდება, აუცილოებლად უნდა დაისაჯოს დამნაშავე.“

 

ლიანა ზამბახიძე: „ის, რაც მოხდა, სამარცხვინოა. სხვა ქვეყნების მაგალითებით ამართლებდნენ ამ დაპირისპირებას პარლამენტში, განა ასეთი საქციელით უნდა მივბაძოთ სხვა სახელმწიფოებს? კარგი ჩვევები გადმოიღონ სხვებისგან და პატარა ბავშვებივით კინკლაობას, ურჩევნიათ, რამე კარგი გააკეთონ ქვეყანაში.“

 

ნატო მაისურაძე: „შევარდნაძის დროს ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირად ხდებოდა, ტატამს ჰგავდა პარლამენტი და ახლა, როცა განვითარებულობაზე გვაქვს პრეტენზია და გვეამაყება, რომ ვისწავლეთ ჭეშმარიტი მსჯელობა, ასეთი ამბავი ხდება. ეს ნამდვილად არ არის პროგრესის მანიშნებელი. მე, პირადად, მრცხვენია, რომ მსგავს „ცირკს“ ვუყურე. უსუფაშვილს უნდა გაეძევებინა ორივე სხდომათა დარბაზიდან.“

 

ტარიელ მიმინოშვილი: „სასაცილოა ეს ყველაფერი, დაბრუნდა ძველი დრო და ასეთი ინცინდენტები ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო. არცერთი არ უნდა გაეჩერებინა პარლამენტის თავმჯდომარეს დარბაზში, ან ჯარიმა უნდა დააწესონ, შემდეგში რომ აღარ მოხდეს მსგავსი სამარცხვინო ფაქტი.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია