დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„გოჩანოსტრა“ - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიის წინ
„გოჩანოსტრა“ - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიის წინ
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 2059
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

გასულ კვირას ქუთაისის მერიის წინ  არასამთავრობოებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით პარტია პატრიოტთა ალიანსის ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერის გოჩა თევდორაძის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას ამჯერად საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნების დეპუტატებიც შეუერთდნენ.

 

მასშტაბურ აქციაზე აქტივისტებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგები და კომისიის დაშლა მოითხოვეს. აქციაზე ასევე გაჟღერდა საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის გადაყენების მოთხოვნა. მათი თქმით, გოჩა თევდორაძე, რომელიც ყველა ამ პროცესს მართავს, უნდა ჩამოშორდეს ქალაქის მართვას.

 

„თევდორაძემ უნდა დაკარგოს  მართვის სადავეები და მაშინ დალაგდება ყველაფერი. ცალკე არც ერთი დეპუტატის წინააღმდეგ არ გამოვდივარ, მე გამოვდივარ გოჩა თევდორაძის კულუარული პოლიტიკის წინააღმდეგ,“ - განაცხადა  „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მღვდელაძემ.

 

 აქციას გამოეხმაურა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია და განაცხადა, რომ კონკურსის შედეგები გადახედვას საჭიროებს.

 

„რადგან ასეთი მასშტაბურია საზოგადოების პროტესტი, საჭიროდ მიმაჩნია, გავარკვიოთ რამდენად სამართლიანია მათი პროტესტი,“ - განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

აქციის დასასრულს, აქტივისტებმა აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები 4 პუნქტად ჩამოაყალიბეს და ქალაქის მერს მოუწოდეს პასუხისმგებლობა აიღოს ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია