დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუსუდან გოგოლაშვილი: „გაუგებარია, რაში სჭირდება „ბომონდს“ ასეთი ტყუილი?“
რუსუდან გოგოლაშვილი: „გაუგებარია, რაში სჭირდება „ბომონდს“ ასეთი ტყუილი?“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 4416
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ჯანდაცვის სამინისტროს თანხების გადახდის ვადები არ დაურღვევია

 

გაზეთ P.S.“-ის 33-ში (2013 წლის 25 ნოემბერი-1 დეკემბერი) გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში საავადმყოფოების მიმართ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალიანებას შეეხებოდა, სამინისტროს წარმომადგენელი  გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ სტატიაში ქუთაისის გინეკოლოგიური კლინიკის,  შპს „ბომონდის“ გენერალური დირექტორი მამუკა მიქაძე აღნიშნავდა, რომ სამინისტროს კლინიკის ორთვიანი (სექტემბერ-ოქტომბრის) დავალიანება აქვს.

 

იმავე სტატიაში თავად ჯანდაცვის მინისტრმა, ბატონმა სერგეენკომ გააკეთა კომენტარი, რომ სახელმწიფოს „ბომონდის“ მიმართ დავალიანება არ გააჩნდა.

ასევე, მიქაძის საპასუხოდ საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა,რუსუდან გოგოლაშვილმა რედაქციას გადმოუგზავნა მონაცემები, რომლებშიც  მითითებულია  სამინისტროს მიერ კლინიკისთვის  გადმორიცხული თანხები, სადაც ჩანს, რომ „ბომონდის“ მიერ 16 ოქტომბრამდე წარდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ყველა თანხა გადმორიცხულია სამინისტროდან.

 

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს მონაცემებში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 25 ივლისის მონაცემებით სამინისტრომ კლინიკის სახელზე 6 600,00 ლარი გადარიცხა, 8 და 29 აგვისტოს მონაცემებით ჯამში 7772,79 ლარი, ოქტომბერში სამი გადარიცხვის ფარგლებში კლინიკას 104400,00,   15 ნოემბრის მონაცემებით კი კლინიკის სახელზე 10 840,72 ლარი ჩაირიცხა.

 

მიუხედავად სამინისტროს მონაცემებისა, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამინისტროს მიერ სექტემბრისა და ოქტომბრის თანხის გადახდას არ ადასტურებს „ბომონდის“ გენერალური დირექტორი მამუკა მიქაძე. როგორც მიქაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, სამინისტრომ ივლის-აგვისტოს მომსახურების თანხა  მხოლოდ წინასაარჩევნოდ ჩამორიცხა. რაც შეეხება  სექტემბერ-ოქტომბერში გაწეულ მომსახურებებს, თანხა ჯერ არ ჩამორიცხულა.

 

მიქაძე ასევე აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებულ დავალიანებას სამინისტრო მონაცემების დამუშავებისთვის საჭირო დროით ხსნის. არადა, რეალურად, ორთვიანი გადაცილება უკვე დავალიანებაა, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს დეკლარირებულად საავადმყოფოს მიერ მიწოდებული მონაცემების დასამუშავებლად ორკვირიანი ვადა აქვს განსაზღვრული.

 

ისე, სიმართლე გითხრათ, მე მეორე საკითხი უფრო მაწუხებს, რაზედაც მქონდა აქცენტი გაკეთებული და რაზედაც პასუხი ვერ მივიღე. ეს შეეხება კერძო სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც კვლავ  რჩებიან ბაზარზე. კერძო კომპანიებს ასიათასობით დავალიანება აქვთ საავადმყოფოების, რომელთა გადახდასაც ამ დრომდე არ ახდენენ. წესით, სამინისტრომ უნდა აიღოს ამ დავალიანებაზე პასუხისმგებლობა, რადგან, სწორედ სახელმწიფოს მეშვეობით შემოვიდნენ ბაზარზე და დღემდე რჩებიან. მინისტრი სერგეენკო კი აღნიშნავს, რომ     ერთიან სახელმწიფო სადაზღვევო სისტემაზე მალე გადავალთო, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, კერძო სადაზღვევო კომპანიებს კიდევ ექვსი თვით უგრძელდებათ ხელშეკრულება.

 

გაურკვეველია, სამინისტროს რაღაც კომპონენტები ჩემთან რატომ უნდა მოდიოდეს იმ სადაზღვევოების გავლით, რომელთაც სამინისტრო უხდის ფულს, მაგრამ თავად სადაზღვევო ჩვენ არ გვირიცხავს.

 

აღვნიშნავდი და დღესაც ამ პოზიციაზე ვრჩები, რომ მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, სახელმწიფო ყოველთვის იყო და არის ყველაზე კარგი გადამხდელი. არ არის სამინისტროსა და საავადმყოფოს შორის საჭირო შუამავალი, რომელსაც მხოლოდ პრობლემები მოაქვთ. შემიძლია გითხრათ, რომ  არსებული მდგომარეობა სადაზღვევო მონობას მაგონებს. როდესაც ადამიანი რაიონების მიხედვით არის დაზღვეული და ვალდებულია, მივიდეს პროვაიდერულ სადაზღვევო კომპანიაში. ანუ ფულის გამცემიც და მიმღებიც არის ერთი, რაც არის ნონსენსი. ირღვევა ადამიანის კონსტიტუციური უფლება, აირჩიოს თავისი ჯანმრთელობისთვის საჭირო სერვისი. აქვე უნდა დავამატო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ უნდა იყოს სადაზღვევო კომპანიის ხელში, რომელსაც პაციენტი სადაზღვევო კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფს საავადმყოფოში გადაჰყავს, არამედ სასწრაფო უნდა იყოს ქალაქის საკუთრებაში.

 

- ბატონო მამუკა, თქვენი განცხადების საპასუხოდ სამინისტრო კლინიკის სახელზე გადმორიცხული თანხების მონაცემებს ასაჯაროვებს, რასაც თქვენ არ ადასტურებთ. თუკი რეალურად არსებობს ორთვიანი დავალიანება, მაშინ რატომ უარყოფს ამ ფაქტს სამინისტრო?

 

- არ ვიცი, ეგ სამინისტროს უნდა ჰკითხოთ. 

 

 

გაუგებარია, რაში სჭირდება ბომონდსასეთი ტყუილი

 

 

ამ ფრაზით დაიწყო ჩვენთან საუბარი საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, რუსუდან გოგოლაშვილმა, როცა ჩვენ კვლავ დავუკავშირდით მას „ბომონდის“ დავალიანებასთან დაკავშირებით.

 

- ქალბატონო რუსუდან, გთხოვთ დაგვიკონკრეტოთ, დღეის მდგომარეობით, აქვს თუ არა სამინისტროს სექტემბერ-ოქტომბრის თვეში გაწეული მომსახურების თანხა „ბომონდისთვის“ გადასარიცხი?

- ჩვენ თანხების გადარიცხვას ორგანიზაციებისთვის ვაწარმოებთ 2013 წლის 21 თებერვლის  საქართველოს მთავრობის დადგენილება ?36-ის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ. ამ დებულებას გამოგიგზავნით ახლავე და გთხოვთ, ბატონ მამუკა მიქაძესაც წააკითხოთ. კერძოდ, დებულების მე-8 მუხლის  პუნქტი3  ითვალისწინებს, რომ „მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო მე-14  მუხლის პუნქტი 2 ითვალისწინებს, რომ „საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან არა უმეტეს 30 სამუშაო დღე“.

 

ჩვენ ეს ვადები არ დაგვირღვევია არც „ბომონდთან“ და არც სხვებთან. იქნებ, სჯობდა ბატონ მამუკას ის რიცხვიც დაესახელებინა თქვენთვის, თუ როდის წარმოუდგინა სამინისტროს დოკუმენტაცია? 

 

„ბომონდისგან“ სექტემბერ-ოქტომბრის თვის დოკუმენტაციის ერთი ნაწილი ჩვენთან შემოვიდა 11 ნოემბერს, რომელიც უკვე დამუშავებულია და ანგარიშ-ფაქტურა გადაცემულია ფინანსურ სამსახურში, რაც მომავალ კვირაში ჩაირიცხება. ხოლო, დოკუმენტაციის მეორე ნაწილი ელექტრონულად მივიღეთ 16 ნოემბერს, ხოლო ქაღალდის ვერსია 21 ნოემბერს. მოხდება ამ დოკუმენტაციის კანონის მიხედვით გადამოწმება და თანხაც თავის ვადებში ჩაირიცხება.

 

რა დავალიანებაზეა საუბარი და რატომ სჭირდება ბატონ მამუკას ასეთი ტყუილები? იმიტომ ხომ არა, რომ კლინიკის პაციენტთა ის უკმაყოფილობები გადაფაროს, რაც ზოგჯერ სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის ყურამდეც აღწევს ხოლმე?...

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია