საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ვის რამდენი აქვს ხელფასი საქართველოს ხელისუფლებაში
სულ ნანახია 1384
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ვის რამდენი აქვს ხელფასი საქართველოს ხელისუფლებაში


 

ხელისუფლების წარმომადგენელთა შემოსავლები ყოველთვის იყო და იქნება მოქალაქეთა ყურადღების ინტერესი, რაც სრულიად ბუნებრივია.

 


ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო საქართველოს პრეზიდენტს აქვს და ის 4 720 ლარს შეადგენს.

 

პრეზიდენტის ხელფასს 470 ლარით ჩამორჩება პრემიერ-მინისტრის ხელფასი. პრემიერის შრომის ანაზღაურება 4 250 ლარია.

 

მინისტრებს 3 540 ლარი აქვთ ხელფასი, მათ მოადგილეებს კი 2950.

რაც შეეხება პარლამენტის წევრებს, მათი ხელფასი 2 000 ლარს შეადგენს. მინისტრების მსგავსად, მერის შრომის ანაზღაურებაც 3 540 ლარია, გუბერნატორების - 2 950, გამგებლების კი 2360 ლარი.

 

გარდა ამისა, თანამდებობის პირები სხვადასხვა სახელფასო დანამატებსა და პრემიებსაც იღებენ. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევების მიხედვით, გასულ წლებში პრემიები და დანამატები ხელფასზე ორჯერ მეტიც იყო.

 

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ახალმა მთავრობამ მაღალ პრემიებზე უარი საჯაროდ თქვა, თუმცა გარკვეული სახელფასო დანამატების გაცემისა და წახალისების სისტემა დღესაც მოქმედებს.

 

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ იგეგმება პრეზიდენტის ხელფასის გაზრდა. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი პრეზიდენტის ადმინისტრაციის არსებული დაფინანსების ფარგლებში გაიზრდება და 9 000 ლარი გახდება, თუმცა გიორგი მარგველაშვილი ხელზე 7 200 ლარს აიღებს.

 

თანამდებობის პირთა ხელფასებს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ?43 ბრძანებულება არეგულირებს, რომელშიც ცვლილება 2005 წლის შემდეგ არაერთხელ შევიდა.

 

 

ambebi.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია