საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი მოკავშირე „პატრიოტთა ალიანსი“ უტევს“
ავტორი: „პოსტსკრიპტუმი“
სულ ნანახია 1435
ავტორი:
„პოსტსკრიპტუმი“
მსგავსი სიახლეები

„რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი მოკავშირე „პატრიოტთა ალიანსი“ უტევს“

 

 

ქუთაისის საკრებულოში გასულ კვირას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და წევრმა კახა ნურალიძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და სპეციალური განცხადება გაავრცელა.  ნურალიძის თქმით, „ქუთაისის „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელი, ადრე „ნაციონალური მოძარობის“  ლიდერი გოჩა თევდორაძე, ცდილობს ლაფში ამოსვაროს „ოცნების“ სახელი.

 

კახა ნურალიძე აცხადებს:

 

 

„2013 წლის 4 დეკემბერს მასმედიის საშუალებებით გავრცელდა კიდევ ერთი სტატია, რომელიც ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის წინააღმდეგ არის მიმართული. წინა სტატია გამოქვეყნდა 13 ნოემბერს, რომელიც ასევე მიზნად ისახავდა პირდაპირი ტყუილებით ჩვენს ლაფში ამოსვრას. რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი მოკავშირე „პატრიოტთა ალიანსი“ უტევს. ეს უკვე, რბილად რომ ვთქვათ, მეტისმეტია. პირველი, რაც მინდა საზოგადოებას ვუთხრა, აუცილებელია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ და მისი ქუთაისის ორგანიზაციის ე.წ. ლიდერი, პიროვნება, რომლის ცხოვრება ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველა ქუთაისელისთვის ცნობილია,  პიროვნება, რომელიც ისევ დაკავებულია ქალაქის ფარული მართვის ბერკეტების შენარჩუნებით. სწორედ ეს გახლავთ ქუთაისის მერიაში მერების პერმანენტული ცვლის მიზეზი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ პიროვნებასთან მიმართებაში „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია. მინდა ყველას შევახსენო, რომ ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა „ქართულ ოცნებაში“ გადმოსვლის შესახებ. რასაც მოჰყვა დიალოგის ფორმატში მათი შეხვედრები კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებთან. სწორედ აქ დაიწყო ამ პიროვნების მიერ, რომელსაც ჰაერივით სჭირდებოდა „პატრიოტთა ალიანსი“, ჩვენი კოლეგების დაშინება-დაშანტაჟება ძველი ნაცადი მეთოდებით. საკრებულოს ზოგიერთი დეპუტატის დამუშავების ფაქტები დღესაც სახეზეა. მოქმედების  სქემა ნაცადი და მარტივია. ამ ფეოდალის მიზანი არის, საკრებულოში ჰყავდეს მუდმივი უმრავლესობა, რომელიც აღასრულებს მის პირად სურვილებს და საშუალებას მისცემს მას ულტიმატუმის ენით ესაუბროს ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ აქ არაფერ შუაშია. დღეს ეს ყველაფერი მთავრდება. ჩვენი კოლეგები ნათლად ხედავენ შექმნილ მდგომარეობას და სიმართლეს, აკეთებენ ადეკვატურ არჩევანს. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება აღნიშნული პიროვნების ინტერესებს და სწორედ ეს გახლავთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დაწყებული ისტერიის მიზეზი. ეს პიროვნება გახლავთ გოჩა თევდორაძე. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი სახით სამართლიანი გამოძიების დაწყებას ქუთაისის სინამდვილეში, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვებს სიმართლე და ზოგიერთი ვაი მოღვაწის ნამოქმედარს მიეცემა ადეკვატური შეფასება როგორც საზოგადოების, ასევე სამართალდამცავების მხრიდან.“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია