დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აშშ-ის საელჩო ჰოვარდის უნივერსიტეტის გოსპელის გუნდს მასპინ’ლობს - თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში!
აშშ-ის საელჩო ჰოვარდის უნივერსიტეტის გოსპელის გუნდს მასპინ’ლობს - თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში!
სულ ნანახია 1867
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ჰოვარდის უნივერსიტეტის გოსპელის გუნდის 20 მომღერალი გამართავს უფასო კონცერტებს, რომლებზეც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია!

 

კონცერტები გაიმართება:

 

9 დეკემბერი, 19:00 საათი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღონისძიებათა დარბაზი;

 

10 დეკემბერი, 18:00 საათი - მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;

 

11 დეკემბერი, 17:00 საათი - ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.

 

 თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოთ ამერიკული მუსიკის ამ უაღრესად საინტერესო ჟანრს, ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის შესრულებით.
ჰოვარდის გოსპელის გუნდი 1968 წელს დაარსდა მელანი როსელის და როზალინდ ტომპკინსის მიერ. კოლეჯის ამ ტიპის მუსიკალური გუნდი მსოფლიოში პირველი იყო. მოგვიანებით მან გოსპელის მუსიკის საერთაშორისო კულტურულ მემკვიდრეობად ქცევას შეუწყო ხელი. გუნდი ამაყობს სამოცდაათზე მეტი წევრით, რომელთა უმრავლესობა სტუდენტები და ჰოვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუნდში საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც მოღვაწეობენ. გუნდი დაკომპლექტებულია გამორჩეული პროფესიონალებით სხვადასხვა დისციპლინაში. გუნდის ყოფილი წევრები არიან არაერთი ჯილდოს მფლობელები, მათ შორის გრემის გამარჯვებული რიჩარდ სმალვუდი, კორ კოტონი და ალბერნიტა კლარკი, ლეგენდარული „კლარკ სისტერს“-ის წევრი და R.B-ს ვარსკვლავი ანჯელა ვინბუში.


გამორჩეული მუსიკოსები ქმნიან გუნდის განსაკუთრებულ ხმოვანებას, რომელიც მოიცავს როგორც თანამედროვე და ტრადიციულ გოსპელს, საეკლესიო ჰიმნებს, ასევე - მონობაში მყოფი აფრო-ამერიკელების საეკლესიო სიმღერებსა და კლასიკურ ჰიმნებს.
გუნდი ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო გამორჩეული.

 

1981, 1982, 1984 და 1989 წლებში მათ რამდენჯერმე მოიპოვეს პირველი ადგილი Black Caucus of Music Educators’ National Conference-pt. 1989 წელს ვაშინგტონის მუსიკის ასოციაციამ ჰოვარდის გოსპელის გუნდი „საეკლესიო წირვის საუკეთესო გუნდად“ დაასახელა. 2001 წელს მათ პირველი ადგილი აიღეს ეროვნულ საშემსრულებლო ხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის ვორკშოპზე, ხოლო მომდევნო წელს ამავე კონკურსში გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. 2005 წელს მათ მეორე ადგილი და რამდენიმე ჯილდო მოიპოვეს Black Caucus of Music Educators’ National Conference-ზე - „საუკეთესო დირიჟორი სტუდენტი“, „საუკეთესო ორიგინალური კომპოზიცია“, „საუკეთესო რეპერტუარის ნაკრები“ და „საუკეთესო მამაკაცი სოლისტი“.


გასული ოთხი ათწლეულის განმავლობაში ჰოვარდის გოსპელის გუნდმა შეძლო, საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი სტანდარტისათვის მიეღწია. გუნდს აქვს პრივილეგია, წარსდგეს თეთრ სახლში, საკონსტიტუციო დარბაზში, ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში, ჯონ კენედის ხელოვნების ცენტრში, კორკორანის ხელოვნების გალერეაში, ლინკოლნის მემორიალთან, ბრიტანეთის საელჩოში, ენდრიუ მელონის აუდიტორიაში, ეროვნულ მუზეუმში, უორნერისა და ლინკოლნის თეატრებში და სხვა.


ყოველი წლის შემოდგომაზე ასიათასობით ადამიანი ვაშინგტონიდან ესწრება ჰოვარდის უნივერსიტეტის ყოველწლიურ ე.წ. „სახლში დაბრუნების“ დღესასწაულს. გუნდი ამ ღონისძიების უცვლელი მონაწილეა, ის ან ხსნის ცერემონიას, ან მღერის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიც არიან ჩოკო, ტაი თრიბეტი და გრეითერ ანოინთინგი, კიმ ბარელი, მერი მერი და ჯილდოს მფლობელი კურტ კარი და მისი მომღერლები.
2009 წელმა მდიდარი ახალი შესაძლებლობები და გამოცდილება მოუტანა გუნდს. მათ მონაწილეობა მიიღეს შვიდ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ორმოცდამეოთხე პრეზიდენტის, ბარაკ ჰუსეინ ობამას ექვსდღიან საინაუგურაციო დღესასწაულს.

 

მარტში ეროვნულ დემოკრატიული კომიტეტისათვის ფინანსების მოსაზიდ ღონისძიებაზე გუნდი მღეროდა ტონი ბენეტთან ერთად.

 


ამჟამად გუნდს ხელმძღვანელობს ჰოვარდის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების მეცნიერებათა კანდიდატი - რეჯინალდ გოლდენი კლივლენდიდან, ოჰაიო.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია