დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საზოგადოებრივი თვაშეყრის ადგილებში სექსუალური ხასიათის ქცევა 100-დან 200 ლარამდე დაჯარიმდება
საზოგადოებრივი თვაშეყრის ადგილებში სექსუალური ხასიათის ქცევა 100-დან 200 ლარამდე დაჯარიმდება
ავტორი: „პოსტსკრიპტუმი“
სულ ნანახია 2909
ავტორი:
„პოსტსკრიპტუმი“
მსგავსი სიახლეები

საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივ უხამსი გაშიშვლება, ასევე ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილება პირის 100-ლარიდან 200 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.

 

ეს კანონში ჩაიწერა. სწორედ ზემოთ აღნიშნული ქმედებები ჩაითვლება ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნად, რამაც რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საფუძველზე ერთგვარი აჟიოტაჟი გამოიწვია. საკანონმდებლო ინიციატივა კოცნის ამკრძალავ ინიციატივადაც კი იქნა აღქმული.

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო, „ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნის“ ფორმულირება შეიცვალა და დაზუსტდა, ასევე დაკონკრეტდა სანქციები ასეთ ქმედებასთან დაკავშირებით.

 

კერძოდ, პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობაში და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივ უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილება), გამოიწვევს დაჯარიმებას 100-იდან 200 ლარამდე ოდენობით.

 

გარდა ამისა, განისაზღვრა კონკრეტული ფულადი ჯარიმები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე. დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, ალკოჰოლიანი სასმელების სმა სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, ასევე იმ ადგილებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ხორციელდება, გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 150 ლარამდე ოდენობით.

 

აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, პირი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, დამრღვევს ადმინისტრაციული წესით 15 დღემდე ვადით დააპატიმრებენ.

 

 საკანონმდებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

 

ფოტოს ავტორი: ფიქრია გოგინაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია