საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ქუთაისელი არქიტექტორის ხელნაკეთი მანქანების და საოჯახო ტექნიკის გამოფენა
ქუთაისელი არქიტექტორის ხელნაკეთი მანქანების და საოჯახო ტექნიკის გამოფენა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 3934
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

29 ნოემბერს ქუთაისში საპროექტოს შენობაში არქიტექტორ ვახტანგ დვალიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს საოჯახო ტექნიკასთან ერთად ქუთაისის გენგეგმის მაკეტის და ორი ხელნაკეთი ავტომობილის ნახვა შეეძლოთ.

 

ვახტანგ დვალიშვილი შემოქმედებით საქმიანობას 35 წელია ეწევა, როგორც მან აღნიშნა, მის მიერ შექმნილი ავტომობილებით ევროპა მოიარა. უნიკალური ავტომობილი, რომელსაც საჭე შუაში აქვს მნახველთა გაოცებას იწვევს.

 

„საავტომობილო ქვეყნები თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში, ჩვენ დავკარგეთ ეს პრიორიტეტი. ჩემი სურვილით 90-იან წლებში საავტომობილო და სატრაქტორო ქარხანას საჩუქრად გავუკეთე ახალი მოდელები, მაგრამ ამ ძალისხმევამ მაინც არ უშველათ. ახლა  გადავწყვიტე შევქმნა მობილური არქიტექტურა. ყველა მშენებლობა ხორციელდება საველე პირობებში, რაც  ძვირი ჯდება. ჩემი პროექტით მზადდება მობილური სახლები თავისი ავეჯით და კონდიციონერით. ასეთი   სამი სახლი უკვე დაიდგა. ამათგან ორი ქუთაისში და ერთი საგურამოში. ასევე მაქვს ქალაქის გენგეგმა, თუ როგორი უნდა იყოს ქუთაისი ხვალ, რომელსაც ქალაქის ხელმძღვანელობას წარვუდგენთ და იმედია, მოხდება მისი განვითარება,“ - აღნიშნა ვახტანგ დვალიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ არქიტექტორმა მის მიერ დაფუძნებულ შპს-ს და შექმნილ ტექნიკას ქალიშვილის სახელი „მარი“ უწოდა.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია