დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოციალურად დაუცველი გადარჩენას ითხოვს
სოციალურად დაუცველი გადარჩენას ითხოვს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2067
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისში შალვა დადიანის ქუჩის ?61-ში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ვენერა გიორგაძე შვილის გადარჩენას ითხოვს. 76 წლის პენსიონერი 47 წლის ავადმყოფ შვილთან ერთად ცხოვრობს, გელა (მამუკა) გიორგაძეს 15 წლიდან მიოპათიის (კუნთების სისუსტე) მწვავე ფორმა აქვს. ოჯახის განცხადებით, დახმარების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტს 20 განცხადებით მიმართეს, თუმცა - უშედეგოდ.

 

„მე რომ მოვკვდე, რა ეშველება ჩემს შვილს? მინდა, რომ გამოჯანმრთელდეს და ფეხზე დადგეს და თავის თავს მიხედოს. პრეზიდენტს, პარლამენტს, სამინისტროს - ყველას მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ, ჩვენთვის არავის სცალია. დილით რომ ჩავსვამ ეტლში, მთელი დღე ასეა. გერმანიაში მკურნალობა სჭირდება, რისთვისაც მხოლოდ       15 000 ევროა საჭირო, ნუთუ არ შეუძლია სამინისტროს, რომ დაგვეხმაროს? რამდენჯერმე მივიღეთ გერმანული მხარისგან მიწვევა, მაგრამ ვერ მივდივართ. იმედია, თქვენი საშუალებით გაიგებენ ჩვენს შესახებ და დამეხმარებიან შვილის სიცოცხლის შენარჩუნებაში. მუშაობით ვერსად ვმუშაობ, პენსიით და სოციალური დახმარებით, რომელიც ისევ წამლებში გვჭირდება, ხომ არ დავიწყებთ ფულის დაგროვებას?“ - აღნიშნავს ვენერა გიორგაძე.


გიორგაძეების განცხადებით, დახმარების თხოვნით მიმართეს ქუთაისის მაჟორიტარ-დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს, რომელმაც პარლამენტში უშუამდგომლა მათ, მაგრამ დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.


„თუკი წელს ოპერაცია არ  გავიკეთე, სამ წელიწადში ცოცხალი აღარ ვიქნები, სიცოცხლეს ვთხოვ, სხვას ხომ არაფერს, მინდა, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდე. ხან ვწევარ და ხან ეტლში ვზივარ, ჩემთვის ცხოვრება ამ ოთახში იწყება და აქვე მთავრდება. მზე ჩემთვის არ არსებობს, ჰაერი და გარესამყარო. საავადმყოფოები არ დამკლებია. 15 000 ევრო მჭირდება, რომ ვიცოცხლო. ვთხოვ ყველას, ვისაც შეუძლია, დამეხმაროს, 50 თეთრიც კი დიდი თანხაა. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ითხოვს დახმარებას, მაგრამ სახელმწიფომ უნდა შეძლოს, დაეხმაროს მის მოქალაქეებს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. ახალ მთავრობასაც მივმართე, ასევე პრეზიდენტს, ვიფიქრე წასვლის დროს სიკეთეს გააკეთებდა, მაგრამ იმედი ამჯერადაც გამიცრუვდა. ქალაქის მერიაშიც შევიტანე განცხადება, მაგრამ ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ მითხრა, რომ ეს თვითმმართველობის საქმე არ იყო და განცხადება განხილვის გარეშე დამიბრუნეს უკან. ასევე, ამ წლების განმავლობაში მივმართეთ გია თევდორაძეს, კახა ნემსიწვერიძეს, გოჩა თევდორაძეს,“ - აღნიშნავს გელა გიორგაძე.


გიორგაძეებმა 2012 წელს, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო, დახმარების სახით 5 000 ევრო მიიღეს, თუმცა, ვინაიდან თანხა საკმარისი არ იყო, გელა გიორგაძემ გერმანიაში გამგზავრება ვერ შეძლო, რის გამოც გამოყოფილი თანხა სამინისტროს უკან დაუბრუნდა. მეორედ მიმართვის შემდეგ კი უარი მიიღო.

 

P.S.

ვენერა გიორგაძის სახელზე გახსნილია  ანგარიში:

GE66LB 0711105060390340

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია