დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი 80 წლისაა
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი 80 წლისაა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2742
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა. ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტი გამორჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებად იქცა, რომელმაც არაერთი სახელოვანი სტუდენტი აღზარდა და დღემდე აქტიურად თანამშრომლობს უცხო  ქვეყნების სასწავლებლებთანაც.

 

იუბილეს უნივერსიტეტი მთელი წლის მანძილზე აღნიშნავდა. ჩატარდა არაერთი ღონისძიება, გამოფენა, შემოქმედებითი საღამო, სპორტული ტურნირი და ა.შ. დასკვნითი საიუბილეო კვირეული კი განსაკუთრებული ღონისძიებებით აღინიშნა.


ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ იუბილეს ფარგლებში საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრების არაერთი გამოფენა მოაწყვეს.


დასკვნით ღონისძიებაზე მესხიშვილის თეატრში წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა კლასიკური, საესტრადო და ხალხური მუსიკის ნომრები წარმოადგინეს.


კონცერტს ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული რექტორები, რომლებმაც უნივერსიტეტს იუბილე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.


„ჩვენ მთელი წელი მივუძღვენით ამ იუბილეს. ამ დროის განმავლობაში, სტუდენტების აქტიური მონაწილეობით, მთელი წლის მანძილზე, დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება. მათ შეასრულეს საკონცერტო ნომრები. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა და მათ კიდევ უკეთ გავაცანით ჩვენი უნივერსიტეტი,“ - განაცხადა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.


უნივერსიტეტს იუბილე მიულოცა ქუთაისის ახლადდანიშნულმა მერმა. შოთა მურღულიას განცხადებით, „ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის ამ უნივერსიტეტის არსებობა, აქ უმაღლესი ხარისხის განათლებას იღებენ ახალგაზრდები. მათ შორის მრავლად არიან უცხოელი სტუდენტებიც. ვულოცავ ამ დღესასწაულს მთელ კოლექტივს.“


კონცერტის ბოლოს უნივერსიტეტის ჰიმნის პრეზენტაცია გაიმართა. ჰიმნის ავტორია კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი.


„ამ ჰიმნზე სამი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით. მოხარული ვარ, რომ მე მომანდეს ეს დიდი პასუხისმგებლობა. ძალიან მიყვარს ქუთაისი, მიყვარს მისი თითოეული მცხოვრები, ვულოცავ უნივერსიტეტს იუბილეს,“ - განაცხადა მარიკა კვალიაშვილმა.


დასკვნით საიუბილეო კონცერტს  პროფესორ-მასწავლებლები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია