დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის საკრებულოს მუშაობას გამოკითხულთა 27% უარყოფითად აფასებს
ქუთაისის საკრებულოს მუშაობას გამოკითხულთა 27% უარყოფითად აფასებს
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 1719
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაცია „ასა-ს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქუთაისის მოსახლეობის მხოლოდ 26% აფასებს  საკრებულოს მუშაობას დადებითად. 47% მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა საშუალოდ იმუშავეს, 27% კი თავისი მაჟორიტარის საქმიანობით უკმაყოფილოა.


რა როლი აქვს თითოეულ მოქალაქეს ადგილობრივი თვითმმართველობის  ფუნქციების ეფექტურ განხორციელებაში და რატომ არის გართულებული თვითმმართველი ქალაქის მცხოვრებლებისთვის ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისის მიღება, როგორიცაა წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ენერგომომარაგება და სხვა?


„ასა-მ“ თვითმმართველობის საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვის მნიშვნელობასა და  ინფორმირების დონის ამაღლების აუცილებლობაზე ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩაატარა.


როგორც სემინარზე აღინიშნა,  ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ საზოგადოების ინფორმირების დონე ძალიან დაბალია. ხშირ შემთხვევაში საზოგადოება ვერ ერკვევა თვითმმართველობის ფუნქციებში. მოქალაქემ არ იცის, ვის უნდა მიმართოს პრობლემის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, მას არ აქვს  პროცესების მართვის და ჩართულობის ვალდებულების განცდა. ეს კი, თავის მხრივ, თვითმმართველობის არაეფექტურ მუშაობას განაპირობებს.


მოსახლეობის პასიურობის, როგორც ეფექტური მმართველობის განხორცილების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორზე საუბრის  პარალელურად, მომხსენებლებმა თვითმმართველობის შესახებ კანონის ბუნდოვანებაზეც ისაუბრეს, რაც, მათი თქმით, მმართველობის დონეებს შორის (ცენტრალური ხელისუფლება და თვითმმართველობა) ფუნქციების არასწორი განაწილების შესაძლებლობას იძლევა.


„ქუთაისის ხელისუფლებამ უარი თქვა ქალაქისთვის ისეთი სასიცოცხლო საკითხების მოგვარებაზე, როგორიცაა წყალმომარაგება და კანალიზაცია, მაშინ, როცა დაეთანხმა პარლამენტის მშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე და ამისთვის ადგილობრივი სახსრები დახარჯა. ფუნქცია-მოვალეობების არასწორად გაგებამ კი შედეგად მოიტანა ის, რომ ქალაქის მოსახლეობის 30%-ზე მეტი საკანალიზაციო ქსელით ვერ სარგებლობს,“ განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ასა-ს“ ხელმძღვანელმა ზაზა ხელაძემ.


სემინარის ბოლოს აქცენტი გაკეთდა თვითმმართველობის ფუნქციების ცოდნის ამაღლებაზე, როგორც თვითმმართველობის არჩევნების ეფექტურად  ჩატარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე.


სემინარი თემაზე: „მოვემზადოთ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“ ჩატარდა პროექტის „ქუთაისელები ითხოვენ მეტ ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ასა“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია